პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ გედევან ფოფხაძის მიერ გუნდის დატოვება თეთრი ძაფით ნაკერი ისტორიაა. როგორც ხუხაშვილი გვეუბნება, ფოფხაძე გუნდის დატოვებას გარკვეული მიზეზების გამო ისედაც აპირებდა და მმართველი გუნდის მიერ ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერა ამ მიზნის გასახორციელებლად გამოიყენა.
,,საერთოდ არ არის საინტერესო, რატომ და რა მოტივაციით დატოვა გედევან ფოფხაძემ ,,ქართული ოცნება“. ტრაგიკომედიაა პირდაპირ, ამაზე კომენტარის გაკეთებაც შეუძლებელია. გედევან ფოფხაძე უმრავლესობაში იქნება თუ არა არ არის საინტერესო, ამით არც არავის დასცხება და არც არავის შესცივდება.
ფოფხაძის გადაწყევტილების გუნდიდან წასვლის მოტივი არის მხოლოდ საბაბი. ეტყობა სხვადასხვა მიზეზების გამო ამ ნაბიჯის გადადგმას ისედაც აპირებდა და ალბათ, მიზეზების დასახელების რცხვენია და ჩათვალა, რომ ეს იქნებოდა კარგი მიზეზი. ეს არის თეთრი ძაფით ნაკერი ისტორია. გედევან ფოფხაძე პოლიტიკურად არ არის საინტერესო. სად იქნება უმცირესობაში, სახლში თუ მთვარეზე არ აქვს მნიშვნელობა,_ გვითხრა ხუხაშვილმა.