უკრაინაში , საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და რუმენეთის ლიდერების ვიზიტს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ტვიტერზე ეხმაურება და წერს, დათვრნენ გორილკით და მატარებლით წავიდნენ სახლში.
“ბაყაყების, ლიბერვურსტისა და სპაგეტის ევროპელ მოყვარულებს უყვართ კიევში სტუმრობა. ნულოვანი სარგებლით. ევროკავშირში გაწევრიანებას ძველ ჰაუბიცებს დაპირდნენ უკრაინას, დათვრნენ გორილკით და მატარებლით წავიდნენ სახლში, როგორც 100 წლის წინ. ყველაფერი კარგადაა. თუმცა, ეს არ დააახლოებს უკრაინას მშვიდობას. დრო იწურება”, – წერს მედვედევი.
ავტორი