პოლიტიკური პარტიების „ახალის“, „დროას“, „გირჩის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციების ოფისებში პოლიცია შევიდა.
„ახალის“ წევრი, ოზურგეთელი ირინა ინარიძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ქვეყანაში უკვე დიქტატურაა.
„მხოლოდ ერთი რამ მინდა ვთქვა, ეს არის უკვე დიქტატურა. აბა სხვა რა უნდა დავარქვა ამ ყველაფერს. ქართველი ხალხი მომავალი არის ევროკავშირში და ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი,“ – თქვა ირინა ინარიძემ.
ახლახანს ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია დააკავა.