“ძალოვანი (შსს-სუს-ი) უწყების ეს ავტომობილი აბსოლუტურად ღიად და დემონსტრაციულად აკონტროლებს ჩემს გადაადგილებას, უნდა რომ შევამჩნიო, დავინახო…
დამატებით “სიმძაფრისთვის” გააჩერა ავტომობილი, ჩამოწია საქარე მინა და გადამიღო ფოტოები … სუს-ის, ოხანაშვილ – მდინარაძის შესაშინებელი სიბრძნის კბილიც კი მოვიცვალე და მინდა აქედან გავაფრთხილო, რომ ჩემს მცირეწლოვან შვილთან ერთად ამას კიდევ ერთხელ გააკეთებენ და აუცილებლად თვალებს “ამოვუწვავ” … ასე გავაკეთებ პირობას გაძლევთ _ წერს სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, თათია ნიკოლაშვილი და ფოტოს აქვეყნებს.
































































