“მოკლედ, უცებ ქალაქში წამოვედი და, მიზეზთა გამო, არ ვიტყვი ვისი მაღაზიის წინ, ეგდო ქუჩის ძაღლი. ვითომ უწყინარმა, ერთი შეხედვით, მიკბინა ფეხზე… ამოვედი კლინიკაში, აქ კიდევ ბავშვია ერთი, რომელსაც ხელზე უკბინა სხვა ქუჩის ძაღლმა. ეხლა, როგორ გინდა თქვა, მაგრამ, სრულიად უუფლებონი ვართ მათ წინაშე… ზოგადად, ვერავინ მასწავლის ცოცხალი არსებების სიყვარულს, მაგრამ ეს დამპალი ხროვა ქუჩაში რა დღეში გვაგდებს მოქალაქეებს?! და, ადამიანთან მიმართებით თუ შეიძლება ევთანაზია, მათთან მიმართებით არა?! თუკი თავშესაფრები არ არსებობს… და, საერთოდ, რომელი უფრო დიდი ღირებულებაა ამ სახელმწიფოში და სამყაროში?!” _ პოსტს სოციალურ ქსელში პოეტი ალექსანდრე ჯინჭარაძე.
ჯინჭარაძის ამ პოსტს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
პოსტის ქვეშ დაწერილი კომენტარების ნაწილში პოსტის ავტორს მოუწოდებენ, რომ მიუსაფარი ძაღლების ასე მოხსენიება დაუშვებელია. ზოგი ამბობს, რომ ძაღლები მათ ერჩიან, ვინც აგრესიას იჩენს მათ მიმართ. ნაწილი _ დაზარალებულს თანაუგრძნობს. საბოლოოდ კი, თანხმდებიან, რომ ეს ძალიან დიდი პრობლემაა არამარტო ოზურგეთისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის.