ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ყოფილი მასწავლებელი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი თამილა კალანდაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
თამილა მასწავლებელი თავის ყოფილ მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას იტალიიდან ულოცავს.
“დღეს ამ ბავშვებმა სკოლა დაამთავრეს…
ჩვენ 4 წელი მოვდიოდით ერთად…
ჩემო მერცხლებო, დღეს თქვენი დღეა… ჩვეული ემოციებით დატვირთული უბედნიერესი და განსაკუთრებული დღე…
სიშორის გამო ვერ შევძელი თქვენთვის გზის დალოცვა ისე, როგორც გვჩვეოდა..
…მაგრამ ეს არ არის მთავარი…
თქვენ, ეს დღე ჩემთვის გადააქციეთ ზეიმად, ნამდვილ ზეიმად…
არ შემიძლია სიტყვებით გადმოვცე ის ემოცია, რაც თქვენი ვიდეოს ნახვის დროს დამემართა… სიცილ-ტირილი ამერია ერთმანეთში.
რამხელა სითბო, სიყვარული, პატივისცემა, მოფერება და სიყვარული მომიტანეთ….
3000 კმ მაშორებს თქვენამდე, მაგრამ გაცილებით იმაზე მეტად ვიყავი ახლოს თქვენთან, ვიდრე ოდესმე…
იმდენად დიდი და გადამდები იყო ეს ემოცია (თან ხალხმრავალ ადგილას),
როგორც შევძელი, ისე ავუხსენი ნაცნობს თუ უცნობს უეცარი ცვალებადობის შესახებ.
ეს რა კარგი ბავშვები გყოლიათო, მიულოცეთ ჩვენგანაცო…
გ ი ლ ო ც ა ვ თ კიდევ და კიდევ.
და გისურვებთ, ყოველთვის გქონოდეთ სურვილი თქვენი საქციელით და სიტყვით სხვისთვის სიხარულის მინიჭების შესაძლებლობისა…“, _ წერს თამილა მასწავლებელი.