„გავიმარჯვეთ… უცხოელმა კაპიტალისტმა, “გულისსტანის” დამსაქმებელმა დღეს 37-ე დღეს პოზიციები დათმო და ყველა მოთხოვნა მიიღო. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას ჩვენსავე ქვეყანაში გადაგვაბიჯოს. დაე იცოდეს ყველამ, და გეშინოდეთ ჩვენი.
გაუმარჯოს ძმობას, ერთობას თავისუფლებას. მშრომელებო მოიხსენით ექსპლუატატორის ბორკილები და იბრძოლეთ, რადგან ერთობით ყოველთვის გაიმარჯვებთ. განმანთავისუფლებლები არ არსებობენ ხალხი თავად ათავისუფლებს საკუთარ თავს. ეს დღე გურიის ისტორიაში ჩაიწერება და როგორც ადრე ვთქვი, გურულები არ შევრცხვებით და არც შევრცხვით. ჩვენ გავიმარჯვეთ და გავიმარჯვებთ მრავალჟამიერ“,_ ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში აქციის ერთ-ერთი მონაწილე თაზო ნადირიძე.