https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

,,ეს გურულია, ხელმწიფევ” _ რით მიიქცია ნიკოკია თაყაიშვილმა მეფის ყურადღება

12:08; 18.08.2018
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ეს ვინ ჩანს თოფის კვამლივით? – სისონაია დარჩია,

სავაზნესავით გრძელ-გრძელი მტევნები გადაარჩია,

შუბლს ყაბალახი უმშვენებს, ტანზე ჩაქურა აცვია,

_ რისი ფირალი, ყაძახო, სოფლის პირველი კაცია”.

როდესაც ჩვენში ხალხური სიმღერების ახალი ანსამბლები ყალიბდება, განსკუთრებით კი გურულებისაგან შემდგარი და მათ გამოსვლას ვუყურებ, ყოველთვის პროტესტის გრძნობა მიჩნდება – რატომ არ აცვიათ ჩაქურა და ყაბალახი? ჩემი სუბიექტური აზრით, ჩაქურა ჩოხაზე უფრო ლამაზი სამოსია, თანაც უფრო პრაქტიკულიც. წინათ ყოველი გურული ჩაქურაში იყო გამოწყობილი, ომშიც კი ლამაზად გამოწკეპილ-ჩაცმულნი მიდიოდნენ.  საინტერესოა, რომ ცხრაასიანი წლების დასაწყისში, გურიის რესპუბლიკის ზეობისას ჩამოყალიბდა წითელი რაზმი. მის მოწინავე ავანგარდს მაუზერისტები და ბომბისტები წარმოადგენდნენ. რაზმელები ჩაცმულობითაც გამორჩეულნი უნდა ყოფილიყვნენ, ამიტომ მათ საგანგებოდ შეაკერინეს შავი ჩაქურები და წითელი ჟილეტები.

,,გურული ქურთუკს იცვამს, რომელიც ვაზნებითა და ვერცხლის სირმებითაა გაწყობილი. ქურთუკის ქვემოდან ელეგის (ჟილეტის) ნაწილი მოჩანს, რომლის ზემოდან კიდევ ზუბუნს (ასევე ჟილეტის ნაირსახეობას) იცვამს. იგი უკიდურესობამდე ვიწრო შარვალს ატარებს, რომელიც ვერცხლისფერი სირმებითაა გაწყობილი, ფეხზე პაიჭები და ტყავის მოკლე ჩექმები აცვია, რომელთაც დაწნული ლანჩები აქვს. აბრეშუმის ფართო თურქული ხელსახოცი წელზე აქვს შემოხვეული, თავზე კი ყაბალახი ახურავს…” გურულის ეს აღწერილობა შემოგვინახა აკადემიკოსმა ნიკოლაი დუბროვინმა წიგნში «Исторიя войны и владычества русскихъ на Кавказе», 1871.

ბევრი გურული უმაღლეს პირებთან შეხვედრაზე ჩოხას გურულ კოსტუმს ამჯობინებდა, ისე როგორც ექვთიმე თაყაიშვილის ძმა ნიკოკია. გეცოდინებათ ალბათ ეს ამბავი, მაგრამ მაინც შეგახსენებთ: 1914 წლის ნოემბერში კავკასიის ფრონტის მოსანახულებლად თბილისში ჩამოვიდა ნიკოლაი II. მას გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს ერთხელაც დავით სარაჯიშვილის ქვრივმა მისი უდიდებულესობა ჭიქა ჩაიზე დაპატიჟა საკუთარ სახლში. მეორე სართულზე მასპინძლებს შორის გურულ ჩაქურაში გამოწყობილი ექვთიმე თაყაიშვილის ძმა ნიკოკიაც ერია. ის ,,დრაგუნსკი პოლკში” იყო ნამსახური მეფის კარზეც და მას ვინ არ შეამჩნევდა დღეს აქ ჩაქურაში გამოწკიპულს; ისედაც მაღალი კაცი კიდევ უფრო ტანადი ჩანდა”. მან მაშინვე მიიპყრო მეფის ყურადღება, რომელმაც ჰკითხა, თუ ვისი ფორმა ეცვა მას. ,,Это гурульское, государь, (ეს გურულია, ხელმწიფევ) ხაზი გაუსვა თაყაიშვილმა კოსტუმის წარმომავლობას)  და მიუთითა იმერეთის თავადაზნაურების მარშალზე – То имеретинское, тоже имею и одеваю. (ეს იმერულია, ესეც მაქვს და ვიცმევ). მეფემ პორტსიგარით პაპიროსი მიაწოდა ნიკოკიას. მან კი უთხრა: Спасибо, государь, я не курица! (მადლობა ხელმწიფევ, მე ქათამი არ ვარ! უნდოდა ეთქვა, я не курю, არ ვეწევიო…) ექვთიმე თაყაიშვილი ამბობდა ძმის შესახებ: ოცდახუთი წელი რუსებთან მსახურობდა და რუსული ვერ ისწავლაო!

როცა ემიგრანტი არჩილ გურიელი-ჭყონია სალვადორ დალის სურათისთვის პოზირებდა, მან სამოსად სწორედ გურული ჩაქურა აირჩია და მხატვარმაც მისი ცნობილი პორტრეტი შექმნა, მთებისა და მიჯაჭვული ამირანის ფონზე, ზუსტად ისე როგორც გურიელმა-ჭყონიამ დალის საქართველო აღუწერა.

ისტორიკოსი, ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ჩაცმულობის შესახებ წერდა: ,,დასავლეთ საქართველოში ჩაცმულობის თავისებურ კომპლექტს წარმოადგენს გურულ-აჭარულ-ლაზური კოსტუმი – ჩაქურა, რომელიც ერთი ტიპისაა, თუმცა ჩაცმულობის მანერაში გარკვეული თავისებურებანი შეიმჩნევა (ჩემს მეგობარ მეგრელებთან ყოველთვის კამათი მაქვს ხოლმე – ისინი მიმტკიცებენ, რომ ჩაქურა სამეგრელოში ძალიან გავრცელებული სამოსი იყოო. მაგრამ მე ვერც ნახატებსა და ვერც მით უმეტეს, ფოტოებზე ამის დამადასტურებელი საბუთი ვერ ვნახე. მეგრელები, რამდენადაც მე ვიცი, გრძელ ჩოხებს ატარებდნენ. ყაბალახის მოხვევის წესიც კი განსხვავებული იყო გურულისაგან. იგივე ჩიატაია ამბობს, რომ ჩაქურა, ქართული კოსტუმის მეტად ორიგინალური სახეობა, შემუშავდა აჭარის, გურიის და ლაზეთის გარემოშიო და ეს კოსტუმი სამეგრელოში ნაწილობრივ იყო გავრცელებულიო – ი. მ.). ამ კოსტუმის ელემენტებია – ჩოხა, ახალუხი (აჭარლები ზუბუნს უწოდებენ) ჩაქურა ან შარვალი, პერანგი, სარტყელი, წუღა, ქალამანი, წინდა, პაიჭი, ყაბალახი და სხვა. ჩოხა, ჩაქურა, ყაბალახი, ახალუხი და პაიჭი შალისაგანაა დამზადებული, სარტყელი აბრეშუმის, ხოლო საცვლები – სელისაა. მათ შორის აღსანიშნავია ჩოხა და ჩაქურა. ჩოხა მოკლეა და მარტო წელამდეა, ზურგი მას მთლიანი აქვს. ფაქტიურად ის ქართული ჩოხის ზედატანია. წელი ფართო და გრძელი სარტყლით იყო დაფარული, შარვალი კი (ჩაქურა) თავისებური თარგისაა და სხვაგან არ გვხვდება. მისი უბე მეტად განიერია, ტოტები კი ვიწრო, აჭარულ ჩაქურას უბესთან ხიშტაკები აქვს მიკერებული და ამიტომ უბის ქვედა ნაწილი ოვალურია. იკვრის სათავეში გაყრილი ხვანჯრით ისე, რომ უკან ჩაქები დაისხას. გურული ჩაქურა კი სწორია.

ამავე კოსტუმის შემადგენელი ნაწილია ყაბალახი, ის მთელ დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული (სვანეთის გარდა), აღმოსავლეთ საქართველოში კი უფრო ნაკლებად”.

1862 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გურიაში იმოგზაურა პრუსიის სამეფოს პრინცმა ალბრეხტ ჰოჰენცოლერნმა. საკუთარი შთაბეჭდილებებიმან გადმოსცა წიგნში „კავკასიაში 1862“. აი, როგორ აღწერს ის ჩაქურასა და ყაბალახში გამოწყობილ გურულებს: ,, დიმიტრი გურიელს ახლდა მდიდრულ, ღია ფერების ტანსაცმელში ბრწყინვალედ გამოწყობილი 100-მდე მილიციონერი (მოლაშქრე): მოლაშქრეებს ეცვათ გურული ტანსაცმელი: ჩაქური ხავერდის შარვლები ან გრძელი თეთრი შარვლები, მუხლებამდე ვიწრო პაიჭები, წელს ზემოთ ელეღსა და ზუპუნას ზემოდან, ღია წითელი ფერის მოკლე ჩოხა ანუ ჯანიო; წელზე ერტყათ ფართო, ოქროს სირმით მდიდრულად ნაქარგი ტყავის სარტყელი, რომელშიაც გაჩრილი იყო ყამა ან ხანჯალი და დამბაჩა. ფეხზე ეცვათ ფერადი ფეხსაცმელები. ყველას ჰქონდა ჩახმახიანი თოფი. გურულები მოხდენილად და მდიდრულად იყვნენ ჩაცმულნი. თვალს იტაცებდა გურულების სილამაზე…”

,,გურულები ატარებენ მუქწითელი ფერის შალის ყაბალახებს, რომლებიც თავზე მოხდენილად აქვთ მოხვეული. ყაბალახი კარგად იცავს ცუდ ამინდში და კიდეც უხდებათ. ქერა ან წაბლისფერი თმა კარგად აქვთ მოვლილი…”

ჩაქურა განუმეორებელი სამოსი ყოფილა საბრძოლო მოქმედებების დროს. არსებობს ვინმე ვოლნიცკის სტატია (1897) გურული ლაშქრის შესახებ, სადაც ის სხვა საინტერესო ამბებთან ერთად აღწერს გურულ ჩაქურას, როგორც შეუდარებელ სამოსს ქვეითისათვის, რადგან მას თავისუფლად შეეძლო ემოძრავა ყველაზე ძნელად გასავალ ადგილებში, ეკალ-ბარდებში და მტერს შეუმჩნევლად მიახლოვებოულიყო. ის ასევე ხაზს უსვამს, რომ სამოსი შეკერილია თვითნაკეთი ქსოვილისაგან, რომელიც ბევრად უფრო ელასტიურია და შესაბამისად, უფრო გამძლეა ვიდრე ფაბრიკის ნაწარმი – რადგან ჯერ ერთი რომ ის იცავს ადამიანს ეკალ-ბარდისაგან და ეს უკანასკნელი კი არ ხევს ნაჭერს, არამედ მხოლოდ აძრობს ძაფებს, მაშინ როცა ფაბრიკის ნაწარმი იხევა. ბოლოს დასკვნის სახით კი ის წერს, რომ არა მხოლოდ  რუსებმა, არამედ არც მეგრელებმა და არც აფხაზებმა არ  იციან გურული კოსტუმის ტარება. რომ როცა ჯარში ახალბედები მოდიან (არაგურულები -ი.მ.) მათ პირველ რიგში უნდა ასწავლონ ამ სამოსის ტარება.

ახლა რაც შეეხება ყაბალახს – ამ თავსაბურავს, რომ გურულები საუკუნეების განმავლობაში ატარებდნენ, ამის დამადასტურებელი ფაქტია ჯუმათის ეკლესია, რომელიც დიმიტრი ბაქრაძეს აქვს აღწერილი წიგნში: ,,არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში”: ,,მიქაელ მთავარანგელოზის დიდი რელიეფური ხატი. მოჭედილობა სულ ერთიანად ოქროსია: მისი ქვემო ნაწილი სიძველის გამო ნაფლეთებადაა ჩამოკიდებული. მთავარანგელოზს მარჯვენა ხელში ამოწვდილი მახვილი უპყრია, მარცხენაში ქარქაში. თმა ხუჭუჭა აქვს, ტანთ ჯაჭვი აცვია; მხრებზე ყაბალახის მაგვარი რამ აქვს მოგდებული,”

ნ. გურგენიძის წერილში ,,თურქული ენობრივი ელემენტების შესახებ აჭარულ და გურულ დიალექტებში” („მაცნე” 4, 1969) ყაბალახის შესახებ ვკითხულობთ: ,,მამაკაცის თავსაბურავის სახეობა, მასალად გამოიყენებოდა ძირითადად შინნაქსოვი შალი, თივთიკი, შალ-აბრეშუმი//დარაია, იშვიათად მაუდი. ქართულ ყოფაში ყაბალახი ბაშლაყის//ბაშლუღის სახელითაც იწოდება. აღნიშნულ ტერმინთაგან ბაშლუღი თურქული სიტყვაა, სადაც „ბაშ“ თავს ნიშნავს, „ლუღი“ ფორმანტია დანიშნულების სახელთა მაწარმოებელი. ყაბალახის სინონიმური ფორმაა „ჩაბალახი“ ნიკორწმინდის XI ს. სიგელის მიხედვით საომარი დანიშნულების თავსაბურავია. ამ დანიშნულებითაა მოხსენიებული არაერთ ისტორიულ წყაროში (ჟამთააღმწერელი, ჯუანშერი და სხვ.) სულხან-საბა ორბელიანი ჩაბალახს საომარ დანიშნულებასთან ერთად მის სხვა ფუნქციასაც აღნიშნავს – „გინა წვიმაში ჩამოსაცმელი“. ყაბალახის თარგი ერთგვაროვანია. ყაბალახი იხმარებოდა როგორც დამოუკიდებელი, ისე დამატებით თავსაბურავი. ამ მიზნით მას ბოხოხის ან განიბალდური ქუდის ზევიდან იხურავდნენ. მოხვევის წესებიც სხვადასხვანაირი იყო: მეგრული, გურული, ჩოხური და სხვ.

ყაბალახებს ამკობდნენ ყაითნის ზონრებით, ჩაფარიშით, ოქრომკედისა და სირმის ქარგულობით, რომელიც უფრო ხშირად მცენარეული ორნამენტის მოტივითაა წარმოდგენილი. ამას ემატება თავსაბურავის წვერზე გამობმული აბრეშუმის ძაფით, სირმით ან ოქრომკედით ნაკეთები ფოჩი. ეთნოგრაფიულ ყოფაში დამოწმებულია ქალის ყაბალახიც”.

წერილს დავასრულებ ინგლისელი იურისტის, მწერლის და ლიბერალი პოლიტიკოსის ჯეიმს ბრაისის სიტყვებით წიგნიდან ,,ტრანსკავკასია და არარატი” (1876): ,,სამეგრელოს სამხრეთით მდებარეობს გურია. მიწა, სადაც ხალხი უფრო ენერგიული და პირდაპირია და რადგანაც ამ ხალხს ნაკლებად შეეხო დაპყრობა და იმიგრაცია, მათ ყველაზე უკეთ შეინარჩუნეს ძველი თვალწარმტაცი კოსტიუმები”.

გაზიარება8Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

12:10; 5 ივნისი, 2026
ისტორია

„კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

12:02; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ბედისწერამ თავისი გაიტანა

10:56; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ქართული ნაციონალიზმი

10:00; 3 ივნისი, 2026
ისტორია

როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

09:58; 3 ივნისი, 2026

"სპორტსმენებმა მოიხადეს ბოდიში" _ მინისტრი მოჭიდავეების ფოტოსთან დაკავშირებულ სკანდალს ეხმიანება

რა უნდა გაითვალისწინონ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13.09.2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13.09.2026
მსოფლიო

ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

18:13; 13.09.2026
სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
0

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო