“თუ ტვ პირველზე რამე ტიპის ძალადობას გადაწყვეტს ე.წ ხელისუფლება, ეს იქნება მათი საბედისწერო განაჩენი!”- წერს ფეისბუქზე “ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთელი ლუდერი კახა ასკურავა და ტვ პირველს სოლოდარობას უცხადებს.
“ძალიან მავნე პრაქტიკაა სასამართლოს მიერ პროკურატურისთვის და ნებისმიერ ძალოვანი უწყებისთვის განჩინების ისე გადაცემა, როდესაც მეორე მხარე აზრზე არაა და არც ზეპირი მოსმენა იმართება მხარეებს შორის, რამდენად დასაბუთებულია მოთხოვნა. ეს სამომავლოდ გამოსასწორებელია”, _ წერს ასკურავა.
შეგახსენებთ, რომ ტვ პირველის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციით, სასამართლომ პროკურატურას ტელევიზიიდან მასალების ამოღების უფლება მისცა.