https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ეს ინციდენტი პროვოცირებულია”- HRIDC მელაშვილზე თავდასხმის შესახებ

10:02; 4.02.2021
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ადამიანის უფლებათა ცენტრი და მედიის ინსტიტუტი  ე. წ. კარტოგრაფების საქმის მონაწილე ბრალდებულზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებენ.

„ვეხმიანებით ე.წ. კარტოგრაფების საქმეში ბრალდებულ ივერი მელაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს ტექნიკის მაღაზიაში და მივიჩნევთ, რომ ეს ინციდენტი პროვოცირებულია ხელისუფლების არაერთი მაღალი თანამდებობის პირისა და ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ბრლდებულთა უდანაშაულობის პრეზუმფციის მრავალგზის დარღვევით.

უდანაშაულობის პრეზუმფცია სისხლის სამართლის პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რომელიც სამართალწარმოების პროცესში მოქმედებს მანამ, სანამ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს პირის ბრალეულობის ან უდანაშაულობის შესახებ. თავისი შინაარსით, უდანაშაულობის პრეზუმფცია არა მხოლოდ სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, არამედ სამართლებრივი დაცვის ერთ-ერთი ფუნდამენტურ გარანტიასაც წარმოადგენს, რაც დაცულია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებით.

უდანაშაულობის პრეზუმფციის საკანომდებლო გარანტია ემსახურება ბრალდებულის უფლებების დაცვას არა მხოლოდ სამართალმწარმოებელ ორგანოებში, არამედ საზოგადოებაშიც. აგრეთვე, მისი მიზანია სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობა. ადამიანის ძირითადი უფლებები ბოჭავს სახელმწიფოს. შესაბამისად, ამ უფლების დაცვის ძირითადი ადრესატი სწორედ სახელმწიფოა, რადგან მას აქვს როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიურ ვალდებულება, დაიცვას ბრალდებულის უფლებები.

სახელმწიფოს მხრიდან ბრალდებულის უფლებების დაცვა მოიაზრებს პირველ რიგში სწორედ სახელმწიფოსგან მის დაცვას. თუმცა, იგი ასევე გულისხმობს ბრალდებულის დაცვას როგორც ფიზიკური პირებისაგან, ისე მედიასაშუალებებისგან. პრეზუმფცია განსაზღვრავს ბრალდებულის სამართლებრივ სტატუსს არა მხოლოდ სისხლის სამართალწარმოებაში, არამედ საზოგადოებრივ ურთიერთობებშიც, რომელშიც იგი მონაწილეობს .

ე.წ. „კარტოგრაფების საქმის“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში დაწყება და მის ირგვლივ სახელისუფლებო ძალებისა და პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების შეფასებების ძირითადი ნაწილი უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევით კეთდებოდა, რასაც ერთმნიშვნელოვნად პოპულისტური შინაარსი ჰქონდა და საზოგადოების აზრის ფორმირებას ისახავდა მიზნად.

ტექნიკის მაღაზიის ინციდენტი პირდაპირ არის კავშირში ივერი მელაშვილის მიმართ უდანაშუალობის პრეზუმფციის არაერთგზის დარღვევასთან, რაც კიდევ ერთი მაგალითია ამ უფლების დარღვევის შესაძლო მძიმე შედეგების.

არსებითად მიუღებელია ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ფაქტები, რითიც საკანონმდებლო და თვითრეგულირების ნორმათა დარღვევასთან ერთად, ჩრდილი ადგება მედიის როლს დემოკრატიულ საზოგადოებაში.

კონსტიტუციით გათვალისწინებული ზოგადი პრინციპის თანახმად, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები. გამოხატვის თავისუფლება, რომელშიც მედიის, სიტყვის, ინფორმაციის გავრცელებისა და მიღების თავისუფლებაც მოიაზრება – არ არის აბსოლუტური უფლება. იგი ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება სხვათა უფლებებით დეტერმინებული და მიზეზ-შედეგობრივად განპირობებული უფლებაა . ამდენად, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არ შეიძლება, განხილულ იქნას როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით დაცული უფლების სფერო.

კონსტიტუციურ ნორმასთან ერთად, საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის მიერ შემუშავებული „ეთიკის კოდექსის“, რომელიც ნებაყოფლობითი ხელის მოწერის შემდეგ სავალდებულოდ შესასრულებელი ხდება, მე-6 მუხლი სწორედ ადამიანის უფლებების პატივისცემას ეხება, რომლის თანახმად, „გაუმართლებელია სისხლის სამართლის ძებნასთან, გამოძიებასთან ან სასამართლო პროცესთან დაკავშირებულ რეპორტაჟში ტენდენციური სახის კომენტარისა თუ შეფასების კეთება“. „დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი პირი არ შეიძლება, დამნაშავედ იქნას წარმოდგენილი, ვიდრე მის მიერ დანაშაულის ჩადენა არ დამტკიცდება კანონით გათვალისწინებული წესით და არ დადგინდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენით“ .

დანაშაულისა და ანტისოციალური ქცევის გაშუქების სტანდარტებს ადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებაც – „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ დამტკიცების თაობაზე, სადაც მთლიანი თავი აქვს დათმობილი დანაშაულის და ანტისოციალური ქმედების გაშუქების სტანდარტებს.

მოვუწოდებთ

საქართველოს ხელისუფლებას:

პატივი სცეს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, განსაკუთრებით, ბრალდებულის უფლებას უდანაშაულობის პრეზუმფციაზე;

ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავი შეიკავონ პოპულისტური შეფასებებისა და კომენტარებისგან და კონკრეტული ადამიანის უფლებების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებისგან. 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთონ ადამიანის უფლებების დაცვის მხარდამჭერი განცხადებები და საჯაროდ დაგმონ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ფაქტები.

მედიასაშუალებებს:

არ მოიხსენიონ პირი დამნაშავედ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას;

ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლებელია, გამოიწვიოს აგრესია საზოგადოებაში როგორც მის, ისე მისი ახლობლების მიმართ. შესაბამისად, მედიას უნდა ესმოდეს ის რისკი, რასაც ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელება გამოიწვევს. მედიასაშუალებებმა უნდა უზრუნველყონ საქმის გაშუქება ისე, რომ მასში არ იკვეთებოდეს წინასწარგანწყობა ბრალდებულის ბრალეულობის შესახებ;

მიიღონ ყველა გონივრული ზომა ადამიანის რეპუტაციისათვის გაუმართლებელი ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

კაცი გარდაცვლილი იპოვეს

19:04; 29 იანვარი, 2026
სამართალი

პროკურატურამ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ბრალდება წარუდგინა

17:38; 29 იანვარი, 2026
სამართალი

“თაღლითურად დაეუფლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 19 090 ლარს” _ საგანგებო ბრიფინგი სუს-ში

14:44; 29 იანვარი, 2026
სამართალი

სისტემატურად აუპატიურებდა ოჯახის წევრს _ დაკავებულია 19 წლის ბიჭი

13:50; 29 იანვარი, 2026
სამართალი

დააკავეს თუ არა ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის ინციდენტში მონაწილე პირები

12:26; 29 იანვარი, 2026

ლანჩხუთელი დეპუტატის მოგებული სასამართლო დავა სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან

"მიზანმიმართული თავდასხმა შინაგან საქმეთა სამინისტროზე"

ყველა სიახლე

საზოგადოება

ვინ აგებს პასუხს სტადიონის სარეაბილიტაციო თანხის მითვისების გამო და რატომ არიან მოქმედი ჩინოვნიკები პირში წყალჩაგუბებულები

20:10; 29.01.2026
სამართალი

კაცი გარდაცვლილი იპოვეს

19:04; 29.01.2026
პოლიტიკა

ფასების რეგულირების საკითხთან დაკავშირებული დროებითი კომისია პარლამენტში საქმიანობას მომავალ კვირას დაიწყებს

19:03; 29.01.2026
პოლიტიკა

ექსპერტთა მისია საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად

18:59; 29.01.2026
სამართალი

პროკურატურამ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ბრალდება წარუდგინა

17:38; 29.01.2026
სამართალი

“თაღლითურად დაეუფლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 19 090 ლარს” _ საგანგებო ბრიფინგი სუს-ში

14:44; 29.01.2026
საზოგადოება

დადგენილება: ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

14:42; 29.01.2026
პოლიტიკა

“მეწარმე იურიდიული პირი მეწარმე სუბიექტი უნდა იყოს, ხოლო პოლიტიკა პარტიამ აკეთოს”

14:35; 29.01.2026
მსოფლიო

რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

13:57; 29.01.2026
სამართალი

სისტემატურად აუპატიურებდა ოჯახის წევრს _ დაკავებულია 19 წლის ბიჭი

13:50; 29.01.2026
საზოგადოება

“ჩემთან თუ 15-20 ლარით ნაკლებს არ დახარჯავთ, ვიდრე სუპერმარკეტში, ამ მაღაზიას ვაჩუქებ თქვენს რედაქციას”

13:39; 29.01.2026
საზოგადოება

ლანჩხუთის სოფლები ბუნებრივი აირის მოლოდინში

13:36; 29.01.2026
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას – გამოსავალი არის დიალოგი და ლაპარაკი, რაც არ უნდა მძიმე იყოს!

13:32; 29.01.2026
პოლიტიკა

დავით შარაშიძეს, რომელიც პოლიციელის ცემაშია ბრალდებული, უფლებამოსილება შეუჩერეს

12:34; 29.01.2026
სამართალი

დააკავეს თუ არა ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის ინციდენტში მონაწილე პირები

12:26; 29.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო