სუს-ის განცხადება იყო გაფრთხილება, რომ კანონით გათვალისწინებული წითელი ზღვარი თუ გადაიკვეთება, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.
„ეს არის ინფორმაცია, რომელსაც სამსახური ფლობს, ეს გაკეთდა პრევენციისთვის, გასაფრთხილებლად. იმ ადამიანებისთვის გაკეთდა, რომლებიც ამაში არიან ჩართულები, რომ თუკი ისინი გადაკვეთენ კანონით გათვალისწინებულ წითელ ზღვარს, რასაც კანონდარღვევა ჰქვია, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. ეს იყო გაფრთხილება, რომ უფრო სიფრთხილით მოეკიდონ ამ საკითხს, მეტი არაფერი. რა გითხრათ ახლა, სუს-იდან არ არის ეს ჩანაწერები, არის იმ ჯგუფებიდან, რომლებიც შეეცდებიან დისონანსის შეტანას ყოველდღიურ მშვიდობიან თანაცხოვრებაში“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
ინფორმაციისთვის, სუს-მა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები არჩევნების წინ ეგმავენ ფალსიფიცირებული ჩანაწერების გავრცელებას.