რუსული კანონის გასაპროტესტებლად, მარტში გამართული აქციების დროს დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლე ზვიად შარაძემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ადვოკატი და ოჯახი დღესვე აპირებს პრეზიდენტს მიმართოს.
ლიკა ბითაძემ განაცხადა, რომ ეს არ იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება.
“ჩვენ ველოდით ამ გადაწყვეტილებას, ბოლო განცხადებებით არაერთხელ დავაფიქსირეთ, თუმცა 9 წელს მაინც არ ველოდით. ჩვენ ახლა მივდივართ საქართველოს პრეზიდენტთან, კანცელარიაში, განცხადება გამზადებული გვაქვს, მასალები დიდი ხანია უკვე მიტანილი გვაქვს, მხოლოდ განცხადებას ჩავაბარებთ და მივმართავთ შეწყალების თხოვნით.
ეს არ იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, სასამართლოს არ მიუღია ეს გადაწყვეტილება”, – ამბობს ლიკა ბითაძე.