„ერთმა უყურადღებო სიტყვამ, ერთმა მოძრაობამ შეიძლება გამოიწვიოს შეიარაღებული კონფლიქტი ბირთვული იარაღის გამოყენებით“, – განუცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ.
მედიის ინფორმაციით, ლუკაშენკო აცხადებს, რომ რუსეთში შიდა დაძაბულობის გაზრდის შემთხვევაში, მოსკოვს შეუძლია გამოიყენოს მთელი თავისი არსენალი.
“ეს იქნება აპოკალიფსი”, – თქვა ლუკაშენკომ.
მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსი უშუალოდ არ ჩარეულა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა, მისი ტერიტორია გამოიყენებოდა რუსული ძალების განლაგების ზონად. მოსკოვმა ასევე განათავსა ტაქტიკური ბირთვული იარაღი ბელარუსში.
ლუკაშენკომ გააფრთხილა, რომ მოსკოვი უკრაინას არ დატოვებს.
„რუსები არ გაქრებიან ყირიმიდან და აღმოსავლეთის რეგიონებიდან. ეს იმას ნიშნას, რომ მოლაპარაკების დრო დადგა. თუ უკრაინა გადარჩება როგორც სახელმწიფო, მოსკოვი და დასავლეთი უნდა შეთანხმდნენ, _ თქვა მან.
უკრაინის ლიდერები დაჟინებით ამტკიცებენ, რომ ომი გაგრძელდება მანამ, სანამ რუსული ძალები არ გავლენ უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, ყირიმის ნახევარკუნძულის ჩათვლით, რომლის ანექსიაც მოსკოვმა 2014 წელს მოახდინა.