ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ ბრაიენის განცხადებით, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, მაგრამ კანონი, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო, ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში არ არის.
“ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა დაფინანსებასთან დაკავშირებით და ამბობენ, რომ ზოგიერთი დამფინანსებელი არ არის ისეთი გამჭვირვალე, როგორიც უნდა იყოს.
რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ასეთ საკითხებში საქართველო უნდა იყოს შესაბამისობაში ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში. თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ არც კანონი და არც პროცესი არ არის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში.
საქართველოს გადაწყვეტილება რომ არ იყოს შესაბამისობაში ევროკავშირთან და ევროკავშირის სტანდარტებთან ეს იქნება უარყოფა იმისა, რაც არის დაფიქსირებული კონსტიტუციაში და გულისხომს ორგანიზაციაში გაწევრიანებას.
თუ კანონი არ შეიცვლება, ეს იქნება ძალიან სახიფათო ჩვენი ურთიერთობებისთვის”,_ განაცხადა ჯეიმს ო’ ბრაიენმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ მოხდება აღნიშნული კანონის გადახედვა და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
ჯეიმს ო’ბრაიენის თქმით, თუ კანონი ამავე სახეს შეინარჩუნებს და მასში შესაბამისი ცვლილებები არ შევა, ეჭვქვეშ დადგება ამერიკის მხრიდან საქართველოს ფინანსური დახმარების საკითხი, ასევე სანქციები დაუწესდებათ კანონზე პასუხისმგებელ პირებს.