ევროსაბჭო სერიოზულ შეშფოთებას კიდევ ერთხელ გამოთქვამს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ.
განცხადებაში, რომელიც საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს გვერდზე ვრცელდება, ნათქვამია, რომ ევროპის ლიდერები მხარს უჭერენ საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის მიცემულ რეკომენდაციებს და დე ფაქტო იწვევს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას.
“ევროპულმა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების კუთხით. ეს კანონი წინააღმდეგობაშია საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ კომისიის რეკომენდაციაში დადგენილ ნაბიჯებთან, რაც დე ფაქტო იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას.
ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ურყევ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და მზადყოფნა, რომ გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე.
ევროკავშირის ღირებულებებისა და პრინციპების პატივისცემა არსებითია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც სურს გახდეს წევრი“,_ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ევროსაბჭოს გვერდზე ვრცელდება.