“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ცესკოს შენობასთან ადამიანები 24 საათის განმავლობაში იქნებიან და პროტესტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე ხელისუფლება ოპოზიციის მოთხოვნას არ შეასრულებს.
“ეს ხალხი 24 საათის განმავლობაში იქნება ცესკოს შენობასთან. ჩვენ ვითხოვთ თამარ ჟვანიას გადადგომას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. ეს არის ჩვენი მოთხოვნა და აქციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ეს მოთხოვნა, არ შესრულდება“, _ ამბობს ზაალ უდუმაშვილი.






























































