დღეს ოზურგეთში საპრეზიდენტო კანდიდატი, “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი იმყოფებოდა. “გურია ნიუსმა“ მას პროკურატურის მიერ სუბელიანის და ჯაფარიძის ახლახან გავრცელებული აუდიო ჩანაწერის შესახებ სთხოვა კომენტარი.
“ამ ფაქტმა კიდევ უფრო გაამყარა ის შეხედულება, რომ სახელმწიფო იმართება კრიმინალური მეთოდებით და შეუძლიათ, შევიდნენ პატიმართან და ძალადობით, სარდაფში ჩაყვანით, წამებით, შანტაჟით აიძულონ ახალი დადგმა სიუჟეტისთვის. ილაპარაკონ იმ ძველი რიცხვით, რაც მათ აწყობთ. ეს ხომ საყოველთაოდ ცნობილია, ახლიდან დადგეს იმ კამერაში თავის გადასარჩენად სასარგებლო სიუჟეტი, რათა განემუხტათ ხალხის მრისხანება. მინდა ვთქვა, რომ ხალხის რისხვას ვერაფერი შეაჩერებს“, _ გვითხრა შალვა ნათელაშვილმა.