სინოპტიკოსები არქტიკული ცივი ჰაერის მასების შემოსვლას პროგნოზირებენ.
როგორც “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, აციებას, როგორც გურიაში, ასევე მთელ ქვეყანაში, 7 თებერვლიდან ელოდებიან.
“გურიაში, ხვალ შესაძლებელია მცირე ნალექი აღინიშნოს, ზოგან ოქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, დროგამოშვებით ძლიერი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +8, +10 გრადუსი სითბო, მთიან რაიონებში დაახლოებით +5, +8 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში -2, +3 გრადუსი დაფიქსირდება.
7 თებერვალს უკვე მოსალოდნელია ცივი ჰაერის მასების შემოსვლა და გავრცელება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამიტომ ნალექი ზოგან თოვლის სახით არის მოსალოდნელი. ქარი დასავლეთის მიმართულებით შეიცვლება და სანაპირო რაიონებში შეიძლება იყოს 17-22 მმ/წმ-ის, ხოლო შიდა რაიონებში 10-15 მ/წმ-ის სიჩქარის. მთიან რაიონებში შესაძლებელია ძლიერი თოვა, რასაც ქარის გამო, ქარბუქიც დაერთვის. ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 2 გრადუსით დაიკლებს. ეს კვირა იქნება ცივი, რადგან აქტიურდება არქტიკული ცივი ჰაერის მასების შემოსვლა. დღის და ღამის ტემპერატურა გათანაბრდება”,_ ამბობს გვაზავა.