ჩოხატაურის “მედალფას” კლინიკის პედიატრი ვახტანგ გაჩეჩილაძე გარდაიცვალა.
ვახო ექიმი მძიმე სენს ებრძოდა. მისი მდგომარეობა წუხელ განსაკუთრებით დამძიმდა, რის გამოც ჩოხატაურიდან თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი დახმარება ვერ შეძლეს.
“ჩემი ოჯახის დიდი იმედი და გულშემატკივარი…ჩვენი ვახო ექიმი….ეს მერამდენე ტკივილია”;
“დააკლდება ყველას ყველას გულშემატკივარი და კეთილის მსურველი.ჩვენი ყველას გულისტკივილია. ჩემს შვილებზე მოამაგე ვახო ექიმი”;
“როგორ მეწყინა… ჩემი შვილები ვახო ექიმის გაზრდილია .უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი”;
“გაანათლოს უფალმა, ძალიან დამწყდა გული, საოცარი ადამიანი იყო, პროფესიონსლი, თბილი ყურადღებიანი”, _ წერენ სოციალურ ქსელში ჩოხატაურელები.
ვახო ექიმს 3 თებერვალს თბილისში დაკრძალავენ.
“გურია ნიუსი” უსამძიმრებს ოჯახს, მეგობრებს, მთელ ჩოხატაურს პროფესიონალი მკურნალის, ყველა ბავშვისთვის საყვარელი ექიმის გარდაცვალების გამო.