გაბუნიას უღირსისაქციელი დასაგმობია არა იმიტომ, რომ პუტინს აგინა, არამედ იმიტომ, რომ ასე ცუდად იგინა, მიუხედავად იმისა, რომ გინების ობიექტი ენით კი არა, ნაჯახით დაკოდვასაც იმსახურებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი რომან გოცირიძე წერს.
„აი, ის მოღალატეები, პუტინის გამო „რუსთავი 2“-ში შეჭრას რომ ლამობენ, არიან საქართველოს ლუსტრირებული მტრები. რა უფლებით აკეთებს მთავრობა და კუსავით ნახირ-ნახირ ადევნებული ე.წ. პრეზიდენტი კერძო მაუწყებლის მისამართით პროვოკაციულ, ქვეყნის ღირსების შემლახავ, კაპიტულანტურ განცხადებებს?! გავრილოვი ვერ მოუნელებია ხალხს ჯერ კიდევ და ახლა ეს მოღალატეები პუტინის ქომაგებად დაგვიდგნენ! ცუდად დაამთავრებენ!“, – წერს რომან გოცირიძე.