,,ეს ნამდვილად სამწუხაროა“, _ ასე გამოეხმაურა Twitter-ზე ,,ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას, ჯო ბაიდენის ერთ-ერთი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, მაიკლ კარპენტერი.
,,ეს ნამდვილად სამწუხაროა. ევროკავშირის შუამავლობით მიღებულმა შეთანხმებამ ხელი შეუწყო კანონის უზენაესობას, პოლიტიკური ინკლუზიურობისა და თანაბარი პირობების მხარდაჭერას. სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია მას დაშორდა“, _ წერს კარპენტერი.
ცნობისთვის, 28 ივლისს “ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე _ არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე.
ირაკლი კობახიძის თქმით, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა “მათ კეთილ ნებაზე” იქნება დამოკიდებული.
ავტორი: მერაბ ცაავა