“აბსოლუტურად სავარაუდოა, რომ ეს ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდეს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა ლიტვის საზოგადოებრივ მაუწყებელ LRT-თან ინტერვიუში.
“ალიანსის ამოცანაა უკრაინის მხარდაჭერა, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ის, რაც მოლაპარაკებების მაგიდასთან ხდება, განუყოფლად არის დაკავშირებული ბრძოლის ველზე ძლიერებასთან.
ასე რომ, თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა უკრაინის ომის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა, მაშინ ამის მისაღწევად საუკეთესო გზაა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფა. შემდეგ კი უკრაინა უნდა გადაწყვიტოს რა პირობებია მისაღები”,_ განაცხადა სტოლტენბერგმა.