დარწმუნებული ვარ, ეს უსაყვარლესი ბიჭი კიდევ ბევრჯერ გაგვახსენებს თავს თავისი მიღწევებით, – ამის შესახებ თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ეს ომიკოა, პატარა ბიჭი აფრიკის დასახლებიდან.
პირველი ფოტოდან მეორე ფოტოს გადაღებამდე ორი წელი გავიდა. ამ ორ წელიწადში ბევრი რამ შეცვალა მის ცხოვრებაში, საბედნიეროდ, უკეთესობისკენ.
ორი წლის წინ ალუაშვილების მრავალშვილიანმა ოჯახმა, კახა კალაძისგან საჩუქრად ბინა მიიღო, თუმცა ბინაზე მთავარი მათთვის აღმოჩნდა პერსპექტივა- განვითარებულიყვნენ, მიეცათ განათლება ბავშვებისთვის და საკუთარი შრომით შეექმნათ მომავალი.
ძალიან მაგარი ოჯახია და მართლა მთელი გულით ვგულშემატკივრობ მათ.
დარწმუნებული ვარ, ეს უსაყვარლესი ბიჭი კიდევ ბევრჯერ გაგვახსენებს თავს თავისი მიღწევებით”, – წერს მანანა თოქმაჯიშვილი.