საქართველოს პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძე პროვოკაციულ განცხადებაში დაადანაშულა და აღნიშნა, რომ გუშინდელი აშშ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, იმ მაღალჩინოსნების დაჯილდოვება, რომელებიც დასანქცირდნენ, ევროსაბჭიოს გენერალური მდივნის შეურაცხყოფაცაა, რადგან, ამ უკანასკნელს, პრეზიდენტის თქმით, მართლაც ეგონა, რომ შევიდა ქართულ ოცნებასთან დიალოგში.
“პროვოკაციულია ის, რაც დღეს მოვისმინეთ, რომ გუშინდელი ამერიკის გადაწყვეტილების შემდეგ დაასანქციროს ის მაღალჩინოსნები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ძალადობაზე, ამის პასუხი იყოს ის, რომ დე ფაქტო პრემიერი აცხადებს, რომ ჩვენ დავაჯილდოებთ ღირსების ორდენით იმავე მაღალჩინოსნებს, რომლებიც უშუალოდ პასუხისმგებლები არიან რეპრესიებზე, ძალადობაზე და იმ მხეცობაზე, რომელსაც ჰქონდა და აქვს ადგილი თბილისის ქუჩებში.
ეს არის პროვოკაცია და მიჩვეულები ვართ ასეთ პროვოკაციულ განცხადებებს. ეს არის შეურაცხყოფა, მათ შორის, ევროსაბჭოს გენერალური მდივნისაც. მას ჰგონია, რომ შევიდა კონსტრუქციულ დიალოგში და მეორე წუთში აკეთებენ ასეთ განცხადებას.
ყევლაფერი ნათელია, ჩვენი გზაც, არ უნდა შეგვეშინდეს, მშვიდობიანი გზა წინ არის. ჩვენი პარტნიორები არიან იქ, სადაც უნდა იყვნენ, მხარს გვიჭერენ და ამას ჩვენ ვნახავთ კიდევ და კიდევ უფრო ნათლად“, – განაცხადა პრეზიდენტმა.