https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ეს ყველა მძღოლმა უნდა წაიკითხოს _ ახალი კანონპროექტით სანქციები მკაცრდება და ჯარიმები იზრდება

11:11; 11.11.2019
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

სიმთვრალისთვის 1 წლის განმავლობაში ორჯერ დაჯარიმების შემთხვევაში მძღოლს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება;

სანქციები მკაცრდება და იზრდება ჯარიმები მანქანის მართვისას მობილურის გამოყენებისა და სიჩქარის გადაჭარბებისთვის; ცალკე სამართალდარღვევად განისაზღვრა ავარიის შემდეგ სატრანსპორტო საშუალების მიტოვება… ჯარიმები იმატებს ქვეითად მოსიარულეების მიერ მოძრაობის წესების დარღვევისთვისაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომზადებული აქვს ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტს ახლო მომავალში განსახილველად წარედგინება. ძალოვან უწყებას გადაწყვეტილი აქვს კანონდამრღვევი მძღოლების მიმართ მიდგომები კიდევ უფრო გაამკაცროს. ეს ცვლილებათა პროექტი, რომელიც “კვირის პალიტრამ” ექსკლუზიურად მოიპოვა, ამ ეტაპზე შს სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში განიხილება, ამიტომ არ არის გამორიცხული, პარლამენტში წარდგენის შემდეგ მასში ცვლილებები კიდევ შევიდეს. შეგახსენებთ, რომ ბოლოს კანონი “საგზაო მოძრაობის წესების შესახებ” 2016 წელს გამკაცრდა. სწორედ მაშინ შემოვიდა ქულათა სისტემაც, თუმცა სტატისტიკას თუ ვნახავთ, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა ბოლო 3 წელიწადში, ფაქტობრივად, არ შემცირებულა.

დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, რომელიც ჩვენ ჩაგვივარდა ხელთ, ადმინისტრაციულ სახდელებს ემატება სახდელის ახალი სახე – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა. მისი დაკისრების შემთხვევაში, მართვის უფლება მხოლოდ მართვის მოწმობის ხელახლა მოპოვების გზით აღდგება.

სიმთვრალისას მძღოლისთვის გამოწერილი ჯარიმის ოდენობა მის სისხლში ეთანოლის ოდენობის მიხედვით განისაზღვრება. მაგალითად, თუ ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვისას მძღოლის სისხლში ეთანოლის ოდენობა 0,3-დან 0,7 პრომილემდე დადგინდა, სანქცია 500 ლარი და მართვის უფლების 1 წლით ჩამორთმევა იქნება, ხოლო თუ ეთანოლის შემცველობა 0,7 პრომილეს გადასცდა, მძღოლი 1.000 ლარით დაჯარიმდება. შემოწმებისთვის თავის არიდებაც 1.000-ლარიანი ჯარიმითა და მართვის უფლების 1 წლით ჩამორთმევით დაისჯება.

კიდევ უფრო მკაცრი იქნება კანონი სატრანსპორტო საშუალების მეორედ ან მესამედ ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო, რისთვისაც უკვე შემოდის ადმინისტრაციული პატიმრობა სხვადასხვა ვადით. მაგალითად, სახდელის მოხდამდე სიმთვრალეში ავტომანქანის მართვის განმეორება გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევის გაზრდას კიდევ 1 წლით და 3-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას, ხოლო, თუ სახდელის მოხდამდე მძღოლი საჭეს მთვრალი მესამედ მიუჯდება, მას მართვის უფლება კიდევ ორი წლით ჩამოერთმევა, ადმინისტრაციული პატიმრობა კი 7-დან 15 დღემდე მოელის.

იზრდება ჯარიმა ნასვამ და მართვის უფლების არმქონე პირის მიერ ავტომანქანის განმეორებითი მართვისთვის და მისი ოდენობა 2.500 ლარით განისაზღვრება. კანონი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობასაც. იმ შემთხვევაში, თუ ნასვამი პირის მიერ მეორედ ან მესამედ სატრანსპორტო საშუალების მართვას ავარია მოჰყვება, მძღოლი 3.500 ლარით დაჯარიმდება, მართვის უფლების ჩამორთმევა კი გაეზრდება 3 წლის ვადით და 10-დან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება. სანქციები მკაცრდება სიჩქარის გადაჭარბებისთვის. თუ დღეს გადაჭარბებად ითვლება დადგენილზე 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა, ახალი კანონით ეს ზღვარი 10 კმ/სთ-მდე მცირდება. გარდა ამისა, სიჩქარის 40 კმ/სთ-მდე გადაჭარბება 50 ლარის ნაცვლად 150 ლარით დაჯარიმდება, სიჩქარის 40 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბება კი – 250 ლარით 150 ლარის ნაცვლად. თუ იურიდიულ პირს სიჩქარის გადაჭარბება ვიდეო- ან ფოტოფირზე დაუფიქსირდება, მას ჯარიმები გაორმაგებული მოცულობით დაეკისრება.

მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული სიჩქარის გადაჭარბებისთვის ქულის დაკლებას, ახალი პროექტით კი ეს სანქციაც შემოვა. მაგალითად, 40 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბებისთვის მძღოლს, 150 ლარით დაჯარიმების გარდა, მართვის მოწმობაზე 10 ქულა ჩამოაკლდება, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბებისთვის – 20 ქულა, 250-ლარიან ჯარიმასთან ერთად. კანონპროექტში გათვალისწინებულია ავტომობილის მესაკუთრის უფლებაც. კერძოდ, თუ სამართალდარღვევა ფოტოფირზე ან ვიდეოფირზე დაფიქსირდა, უფლებამოსილ პირს შეუძლია წერილობითი ახსნა-განმარტებით დაადასტუროს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, თავად გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან და ის უშუალოდ სამართალდამრღვევს დაეკისროს.მკაცრდება ავტომობილის დგომა-გაჩერების წესების დარღვევა. ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრა ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერების წესების დარღვევა და პასუხისმგებლობის ზომად 100-ლარიანი ჯარიმა დადგინდა.

ორმაგდება ჯარიმა ქვეითის მიერ მოძრაობის წესების დარღვევისთვის და 10-ის ნაცვლად 20 ლარი გახდება, ხოლო 1 წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში ჯარიმა უკვე 40 ლარი იქნება. თუ ქვეითის ქმედებებს მოჰყვა საავარიო ვითარება ან მოძრაობის შეფერხება, დღეს არსებული 50 ლარის ნაცვლად, გათვალისწინებულია ჯარიმა 150 ლარის ოდენობით.ცალკე სამართალდარღვევად განისაზღვრება საგზაო-სატრანსპორტო (ავარია) შემთხვევის ადგილის მიტოვება. დამრღვევს დაეკისრება 1.000-ლარიანი ჯარიმა და მართვის უფლება ერთი წლით შეუჩერდება.თუ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შუქნიშნის ამკრძალავ ფერზე, პრიორიტეტული ან ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობისთვის, გასწრების წესების დარღვევის განმეორებით ჩადენისთვის პასუხისმგებლობის გაზრდას, ახალი კანონმდებლობით, შესაბამის დარღვევად განისაზღვრა ამ სამართალდარღვევის 1 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა და პირი დაჯარიმდება 100 ლარით.მანქანის მართვისას მობილური კომუნიკაციით სარგებლობისთვის დღეს მოქმედი 30-ლარიანი ჯარიმა 60 ლარი გახდება.

სპორტული მანევრი სამართალდარღვევის ახალი სახეობაა, რომელიც პროექტით შემოდის. მაგალითად, თუ მძღოლმა წინასწარი შეცნობით განახორციელა მკვეთრი მანევრი, რასაც სატრანსპორტო საშუალების მოცურება მოჰყვა, ის 500 ლარით დაჯარიმდება, ხოლო თუ მკვეთრ მანევრს სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვება, მძღოლს 750-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.

ზუსტდება და მკაცრდება სახდელები მართვის უფლების აკრძალვასთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ პირი შეჩერებული მართვის უფლებით მიუჯდება საჭეს, 500 ლარით დაჯარიმდება, ჩამორთმეული მართვის უფლების მქონე – 700 ლარით, ხოლო მართვის უფლების არმქონე – 1.200 ლარით.კანონპროექტში, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, ასევე ნათქვამია, რომ პარლამენტში მიმდინარეობს მოპედების საკითხის საკომიტეტო განხილვა. ამ ეტაპისთვის შენიშვნები გადაგზავნილია შს სამინისტროში და კანონპროექტი რედაქტირებას გადის.

მოქმედი კანონმდებლობით, მოპედი არ ექვემდებარება მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციას და არც მართვის უფლებაა სავალდებულო. შს სამინისტროს მომზადებულ კანონპროექტში ნათქვამია, რომ ხშირია მოპედის მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, ვინაიდან მათთვის მართვის უფლების ქონა სავალდებულო არ არის, ეს თავისთავად გულისხმობს, რომ მძღოლს არ უსწავლია საგზაო მოძრაობის წესები და არც გამოცდა ჩაუბარებია. ამიტომ ახალი რეგულაციით სავალდებულო იქნება მოპედის რეგისტრაცია და მართვის უფლების აღება. შესაბამისად, მოპედის მძღოლი სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს გაუთანაბრდება და მასზე გავრცელდება იგივე რეგულაციები და წესები.

ეკა ლალიაშვილი, “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე: “სამოქალაქო სექტორი მივესალმებით დაგეგმილ ცვლილებებს, რადგან არაერთი მნიშვნელოვანი კამპანიის მიუხედავად, მათ შორის “მეტი სიცოცხლისთვის” კამპანიის მეორე ეტაპი დაიწყო, გზებზე ვითარება კვლავ მძიმეა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ ვითხოვეთ მძღოლის ნასვამობის გამო ადმინისტრაციული პატიმრობის შემოღება, რადგან მთვრალი მძღოლი პოტენციური მკვლელია. რა თქმა უნდა, ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს დაპატიმრება, მაგრამ კანონმა უნდა დააწესოს მაღალი სტანდარტი ასეთი დანაშაულის პასუხისმგებლობისთვის. ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა არ არის შემთხვევითი დარღვევა, როცა მძღოლმა, მაგალითად, შემთხვევით გადაკვეთა ღერძულა ხაზი, ან რომელიმე ამკრძალავი საგზაო ნიშანი ვერ შენიშნა. ავტომობილის მძღოლი გაცნობიერებულად იქცევა, როცა სასმელს სვამს და შემდეგ საჭესთან ჯდება. სიმთვრალეში მანქანის მართვა, სიჩქარის გადაჭარბება, ერთ-ერთი ხშირი დარღვევაა.

მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებას ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს ავარიის გამომწვევ მიზეზებს შორის. ესეც ხშირად ფატალური შედეგით სრულდება. წლებია, ვერ მოვერიეთ ამ “სენს” და არც ამ მიზეზით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევები შემცირდა. ნებისმიერი კანონის მიზანი უნდა იყოს იმ ადამიანების ქცევის შეცვლა, ვინც არ ემორჩილება კანონს. ამიტომ ვფიქრობ, მეტად მნიშვნელოვანი ცვლილება შედის ძალაში! ეს არაერთი მძღოლის ქცევას შეცვლის და ბევრი ადამიანის სიცოცხლეს დაიცავს. გარდა ამისა, უნდა ვიზრუნოთ საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვაზე სკოლებსა და ბაღებში. ასეთი ინიციატივა მაქვს _ შს სამინისტრომ ჯარიმებიდან ამოღებული თანხის ნაწილი, როგორც ინვესტიცია, საგანმანათლებლო კამპანიაში მიმართოს და სასწავლო თუ სკოლამდელ დაწესებულებებში საგზაო მოძრაობის შესახებ ცნობიერების ზრდის გაკვეთილები დაინერგოს”.

წყარო: bpn.ge

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

21:38; 24 იანვარი, 2026
საზოგადოება

დაჩი ცინცაძეს მე-4 დადებითი ჯგუფის სისხლი ესაჭიროება

21:23; 24 იანვარი, 2026
საზოგადოება

ახალგაზრდა ოჯახს ოზურგეთში საზოგადოების დახმარება სჭირდება

20:55; 24 იანვარი, 2026
საზოგადოება

ექიმის საგანგაშო განცხადება და გაფრთხილება მშობლებს

19:43; 24 იანვარი, 2026
საზოგადოება

მოძრაობა შეიზღუდება – მერია მძღოლებს აფრთხილებს

18:40; 24 იანვარი, 2026

რატომ ტოვებენ პედაგოგები სამრევლო სკოლებს და ვის რამდენი ეძლევა სახელფასო დანამატი?

"მარტო პირჯვრის წერა ისწავლეს ქრისტესგან“ _ დღეს ბესიკ ხარანაულის დაბადების დღეა

ყველა სიახლე

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

21:38; 24.01.2026
საზოგადოება

დაჩი ცინცაძეს მე-4 დადებითი ჯგუფის სისხლი ესაჭიროება

21:23; 24.01.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა ოჯახს ოზურგეთში საზოგადოების დახმარება სჭირდება

20:55; 24.01.2026
საზოგადოება

ექიმის საგანგაშო განცხადება და გაფრთხილება მშობლებს

19:43; 24.01.2026
სამართალი

მანქანაში ორი კაცი ჩაცხრილეს: რა დეტალებია ცნობილი

19:19; 24.01.2026
სამართალი

ავარიას 33 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა – ქვეითს ავტომობილი დაეჯახა 33 წლამდე

19:04; 24.01.2026
საზოგადოება

მოძრაობა შეიზღუდება – მერია მძღოლებს აფრთხილებს

18:40; 24.01.2026
მსოფლიო

არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

17:44; 24.01.2026
პოლიტიკა

გიორგი შარაშიძე – ვინ გადაწყვიტა, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანება სწორი გზაა „ოცნების“ წინააღმდეგ საბრძოლველად?!

17:37; 24.01.2026
საზოგადოება

რომელ სტუდენტს დაუფინანსებენ სწავლას _ მთავრობის გადაწყვეტილება

16:56; 24.01.2026
პოლიტიკა

გია ვოლსკი – აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას, რომელიც ასე მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას, ხომ არ არის ეს საბოტაჟი?

14:51; 24.01.2026
საზოგადოება

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

13:22; 24.01.2026
სამართალი

რუსთავში არასრულწლოვანი დაჭრეს

13:16; 24.01.2026
სამართალი

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

11:37; 24.01.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

10:54; 24.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო