ჩოხატაურში, გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ სამ ახალგაზრდას _ გიორგი ხაჯიბეგოვს, გოგა მეფარიშვილს და თომა ჟღენტს გლოვობენ.
ბიჭებს სოციალურ ქსელში ახლობლები, მეგობრები, ნაცნობები თუ, უბრალოდ, ამბით შეძრწუნებული ადამიანები ემშვიდობებიან.
“როგორი თავზარდამცემია ეს ამბავი.ნათელი ამ კეთილი ბიჭის სულს”.
“გლოვობს ჩოხატაური, გლოვობს სამ საჯიშე ბიჭს.
ღმერთო, რატომ დაუშვი, რატომ გაამწარე კიდევ სამი ოჯახი.
დაუჯერებელია, წარმოუდგენელია, თომა, უშენოდ ცხოვრების გზის გაგრძელება1
ეს რა გვიქენით, ბიჭებო, სად გეჩქარებოდათ! _ წერენ სოციალურ ქსელში.