პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს პარტია ,,ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და ფრაქცია ,,ქართული ოცნება_ მწვანეების“ თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე დაუპირისპირდნენ. მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას.
სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც გია გაჩეჩილაძემ კაზრეთში შექმნილ მდგომარეობაზე, მათ შორის, ყოფილი ხელისუფლების პერიოდში, იუსტიციის სამინისტრო გადაწყვეტილებების მიღების გამო დაადანაშაულა.
ცნობისთვის, კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დაბა კაზრეთში შექმნილ ვითარებას განიხილავენ და ამ საკითხზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს უსმენენ.
ინციდენტის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.