„მე ვფიქრობ, რომ ეს გიორგის პოლიტიკურ კარიერაში სერიოზული გამოცდაა, ძალიან ნიჭიერი პიროვნებაა“ _ ეს განცხადება ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, შს მინისტრის, გიორგი გახარიას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შესაძლო გადანაცვლებასთან დაკავშირებით გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” გააკეთა.
„ის იყო ბიზნესომბუდსმენიც, ის იყო ეკონომიკის მინისტრიც და ეკონომიკას შეეტყო უკვე, რომ პროგნოზირებული 3%-ის მაგივრად, ლამის 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ლამის ორჯერ მეტი გვაქვს, ვიდრე პროგნოზირებული იყო, ეს მისი გადაწყვეტილების შედეგია. თუ ამ პოსტზე ღირსეულად გაართმევს თავს და მე მას ისევე, როგორც მთავრობის ყველა წევრს, ვუსურვებ წარმატებას, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან სერიოზული ნიშანი იმისა, რომ საქართველოს მთავრობაში არიან ძლიერი მინისტრები, ეს იქნება ამის დამადასტურებელი ნიშანი, უბანი არ არის მარტივი. ეს გამოწვევაა და მე წარმატებას ვუსურვებ ამ გამოწვევის წინააღმდეგ, _ განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.