“უმრავლესობის მხრიდან მივიღეთ ყოვლად უღირსი და არასერიოზული შეთავაზება, _ აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის შეთავაზების საპასუხოდ გააკეთა.
გიორგი აბაშიშვილის თქმით, გუშინ პრეზიდენტი მზად იყო გაეკეთებინა მოხსენება.
“უმრავლესობის მხრიდან მივიღეთ ყოვლად უღირსი და არასერიოზული შეთავაზება. გუშინ პრეზიდენტი მზად იყო კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქცია შეესრულებინა – გაეკეთებინა მოხსენება, რაც მან გააკეთა კიდეც და შემდგომ, შესულიყო დებატებში ყველა ტელევიზიის თვალწინ, პირდაპირ ეთერში. სამწუხაროდ, უმრავლესობამ მას ამის საშუალება არ მისცა, უმრავლესობა გაექცა ამ დებატებს. გასაგებია, უმრავლესობისთვის ერთპარტიული პერფორმანსი ყველაზე უფრო კომფორტულია და ისინი დარჩნენ ამ კომფორტის ზონაში. სამწუხაროა, რომ მათ ქვეყანა ამ გზით მიჰყავთ”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.