რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებების დროს ოკუპირებული ტერიტორიების გაცვლის საკითხს არ განიხილავს,_ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე, _ იუწყება meduza.io.
ასე გამოეხმაურა პესკოვი ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს, რომლის თქმითაც უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებადი კურსკის რეგიონის ნაწილი გაიცვალოს რუსეთის მიერ ანექსირებული უკრაინის ტერიტორიის ნაწილზე.
„ეს შეუძლებელია. რუსეთს არასოდეს განუხილავს და არც განიხილავს თავისი ტერიტორიის გაცვლის საკითხს. რა თქმა უნდა, ამ ტერიტორიიდან უკრაინულ შენაერთებს განდევნიან. „ყველა, ვინც არ განადგურდება, გაძევებული იქნება“, _ განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
ერთი დღით ადრე, The Guardian-თან ინტერვიუში, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შემთხვევაში, კიევი „ერთ ტერიტორიას მეორეში გაცვლის“. კითხვაზე, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის რომელ ნაწილს განიხილავდა კურსკის რეგიონის სანაცვლოდ, ზელენსკიმ უპასუხა: „არ ვიცი, ვნახოთ. მაგრამ ყველა ჩვენი ტერიტორია მნიშვნელოვანია, არ არსებობს პრიორიტეტი“.