THE TIMES OF ISRAEL- ის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმადაც, ისრაელმა დამასკოში, პრეზიდენტის სასახლის მახლობლად მდებარე სამიზნეზე თავდასხმა განახორციელა.
„ეს სირიის რეჟიმისთვის მკაფიო გზავნილია. ჩვენ არ დავუშვებთ ძალების გაგზავნას დამასკოს სამხრეთით ან რაიმე სახის საფრთხეს დრუზების თემისთვის“, – ნათქვამია მათ განცხადებაში.































































