ამ წუთებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლიდან გამოვიდა და მერე მერიის მიერ მოწყობილ საახალწლო სოფელში, სცენაზე ავიდა.
მის გამოჩენას მერიის ჩინოვნიკების მხრიდან უხერხული ჩოჩქოლი მოჰყვა და ცდილობდნენ ხელი შეეშალათ, მაგრამ პრეზიდენტი სცენაზე მანიც ავიდა და ხალხს მიმართა:
“ეს სოფელიც, ეს სცენაც, ეს ქვეყანა ჩვენია, ხალხისაა, თქვენია და ვერავინ წაგვართმევს! ცხრა საათზე შევხვდებით პარლამენტთან! – თქვა მან გამოსვლის დასრულებისას.
ავტორი