კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო ალექსეი ნავალნის ციხეში გარდაცვალებას ეხმაურება.
“ძლიერი მებრძოლი იყო დემოკრატიისთვის, რუსი ხალხის თავისუფლებისთვის. ეს ნათლად გვიჩვენებს, თუ რა ემართება ადამიანს, რომელიც პუტინის წინააღმდეგ მიდის და თავისუფლებისთვის იბრძვის. ეს ტრაგედიაა და მთელი მსოფლიოსთვის შეხსენებაა, რომ პუტინი მონსტრია.
ეჭვგარეშეა, რომ ნავალნი მოკლულია, რადგან ის პუტინის წინააღმდეგ წავიდა, კრემლის წინააღმდეგ წავიდა. ის მხარს უჭერდა თავისუფლებას, დემოკრატიას და რუსი ხალხის უფლებას, აერჩიათ თავიანთი მომავალი და ეს არის ის, რისიც პუტინს ეშინოდა.”