ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორი, მაია ქუტიძე „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ამ ეტაპზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 9 ადამიანი არის თვითიზოლაციაში.
„ეს ცხრა ადამიანი არის სახლში და ისინი სახლიდან არსად გადიან. ჩვენ მათ ვაკვირდებით და ყოველდღე კონტაქტი გვაქვს მათან. ასევე მინდა გითხრათ, რომ არცერთ მათგანს იტალიიდან ჩამოსვლიდან კორონავირუსის დამახასათებელი სიმპოტები არ აღენიშნებოდა“,_ გვითხრა მაია ქუტიძემ.