ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციას უკვე მოჰყვა პოლიტიკური გამოხმაურებები:
“ქვეყანა არ უნდა აირიოს! დღეს ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია! ხელისუფლებას მხრებზე თავი იმისთვის აქვს, აქამდე არ მიიყვანოს ვითარება!
პატრულმა მძღოლი დააჯარიმა და პროტესტის ნიშნად მთელი ქალაქი გამოვარდა ვერსიად არ შემოგვთავაზოთ, ძალიან გთხოვთ, ამდენსაც კი არ იმსახურებს თქვენი ამრჩევი ქვეყანა!
ეს ვერსია უბრალოდ სირცხვილია!
თქვენი შიდა დღის წესრიგის სამარცხვინო ამოცანებს ნუ გადააყოლებთ ქვეყანას!” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.