გუშინ გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპული პილოტის მეზობელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის მცხოვრები ნინო ძნელაძე სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს.
“ეს ჩემი ეზოა, ეს კი ზაზას მორიგი სტუმრობა მის სამეზობლოში“, _ წერს ნინო ძნელაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 29 ივლისს, გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა. პარაპლანის ჩამოვარდნისას დაშავებულების დასახმარებლად მიდიოდ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გაგზავნეს, რომელშიც ოფიციალური უწყებების ცნობით,”ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა”, ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი. სამაშველო ვერტმფრენი კლდეს დაეჯახა და აფეთქდა.