https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ღაზაში აფეთქებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა

    ტემპერატურა -30 გრადუსამდე დაეცემა – ძლიერი ყინვა პოლონეთსა და ცენტრალურ ევროპაში

    ვიქტორ ორბანი – ევროპელებს არ სურთ, უკრაინა ევროკავშირში იყოს

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ესენი ან არ კითხულობენ შესულ განცხადებებს, ან ვერ კითხულობენ, ან აზრი ვერ გამოაქვთ!”

10:07; 22.07.2019
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ეკომიგრანტი შოთა ბოლქვაძე მეუღლესთან ერთად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმაში პატარა, სიძველისგან ჩამოქცეულ სახლში ცხოვრობს. იგი წლების განმავლობაში იყო სოციალური დახმარების მიმღები, შემდეგ კი ეს დახმარება შეუწყდა.

შოთა ბოლქვაძე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისგან სახლის კაპიტალურ შეკეთებას, სოციალური სააგენტოსგან კი შემწეობის დანიშვნას და განაცდური თანხის დაბრუნებას ითხოვს.

“მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას რამდენჯერმე მივმართე დახმარების თხოვნით. ჩვენ ეკომიგრანტები ვართ _ ხულოს რაიონიდან ჩამოგვასახლეს აქ, მაგრამ ეს სახლიც საცხოვრებლად უვარგისია _ ქარი რომელი მიმართულებითაც დაუბერავს, იქით იხრება. თუმცა, არავინ მაქცევს ყურადღებას, არც არასდროს მოუქცევია.

ადგილობრივ ხელისუფლებასთან რომ ვერაფერს გავხდი, წერილი მივწერე მაშინდელ პრეზიდენტს მარგველაშვილის, პრემიერ-მინისტრსაც, გუბერნატორთანაც თვეების განმავლობაში იდო ჩემი განცხადება, მაგრამ საშველი მაინც არ დამადგა. საქმის კურსშია მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანიც, რომელიც პირადად იმყოფებოდა ჩემთან და დამპირდა კიდეც დახმარებას. თუმცა, ეს არჩევნების პერიოდში იყო და არჩევნების შემდეგ დეპუტატთან ერთად გაქრა დანაპირებიც.

მუნიციპალიტეტმა გამომიყო მხოლოდ 3 კუბური მეტრი მასალა და თუნუქი სახურავისთვის, თუმცა, მე სახურავს არ ვითხოვდი, რადგან ჩემი სახლი საჭიროებს სრულ შეკეთებას. ამის თაობაზე მერთანაც კი მომივიდა შელაპარაკება. სწორედ, ამ დროს მოგვიხსნეს სოციალური დახმარება _ ერთ დღეს სახლში არ ვიყავი და მეუღლემ დამახვედრა ამბავი, რომ სოციალური აგენტი იყო გადამოწმებაზე. შევეჭვდი _ გეგმიური გადამოწმების დრო არ იყო, მაგრამ აღარ მივაქციე ყურადღება. თუმცა, დახმარების ასაღებად რომ მივედი ბანკში, აღმოჩნდა, რომ დახმარება შეწყვეტილი მქონდა. გასარკვევად სოციალური მომსახურების სააგენტოს მივაკითხე, სადაც მითხრეს, რომ გადამოწმების შემდეგ მომივიდა მაღალი სარეიტინგო ქულა. თუმცა, ჩემს სახლში იმ დროსთან შედარებით, როცა შემწეობის მიმღები ვიყავით, უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. პირიქით, მაშინ ორი თხა მყავდა, ახლა ისიც აღარ მყავს”, _ ამბობს შოთა ბოლქვაძე.

როგორც შოთა ბოლქვაძე გვიყვება, დახმარებისთვის საია-ს ოზურგეთის ფილიალის იურისტს თამაზ ტრაპაიძეს მიმართა, თუმცა, მისივე თქმით, ტრაპაიძე მალევე ჩამოშორდა საქმეს, თან ისე, რომ საქმეში მის ჩართვას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია:

“წამოვიღე დეკლარაცია სოციალური სააგენტოდან და დახმარებისთვის მივმართე საია-ს ადვოკატს თამაზ ტრაპაიძეს, რომელმაც მირჩია გამგეობიდან და სოციალური სააგენტოდან გამომეთხოვა ყველა განცხადება და მიმემართა სასამართლოსთვის. მოვითხოვე განცხადებები. გამგეობაში უნდა მოეცათ 11 განცხადების ასლი, მაგრამ მომცეს _ 7. მივმართე ისევ ტრაპაიძეს, რომელმაც დამიწერა საჩივარი და შევიტანე სოციალური მომსახურების სააგენტოში, საიდანაც იგივე პასუხი მივიღე, რომ მოხდა გეგმიური გადამოწმება და მაქვს მაღალი ქულა. ესენი ან არ კითხულობენ შესულ განცხადებებს, ან ვერ კითხულობენ, ან თუ კითხულობენ, აზრი ვერ გამოაქვთ, ან კიდევ ხალხს იგდებენ მასხრად. უფრო ხალხს იგდებენ მასხრად, თორემ, როგორც მე მომექცნენ, ამას სხვა არაფერი ჰქვია. კიდევ გავასაჩივრეთ, მომწერეს ისევ იგივე პასუხი. მივედი ისევ ტრაპაიძესთან, რომელმაც 5-6 თვე შემაყოვნა და მერე მითხრა, რომ კანონში შევიდა ცვლილება და აზრი აღარ აქვს გასაჩივრებას”.

შოთა ბოლქვაძის თქმით, მან დახმარებისთვის საია-ს თბილისის ორგანიზაციასაც მიმართა, სადაც მომზადებული წერილის პასუხად სოციალურ სააგენტოში განუცხადეს, რომ გასაჩივრების ვადები დარღვეული იყო:

“ავად ვიყავი და თბილისში წავედი სამკურნალოდ. ვისარგებლე შემთხვევით და ისევ “ახალგაზრდა იურისტებს” მივმართე, ვითხოვე საჩივრის მომზადება. მომიმზადეს საჩივარი, რომელიც შევიტანე თბილისშივე სოციალური მომსახურების სააგენტოში, საიდანაც მივიღე პასუხად, რომ გასაჩივრების დრო ამოწურული იყო და საჩივარი აღარ განიხილებოდა. დახმარებისთვის ისევ საია-ს მივაკითხე. ახლა სხვა ადვოკატი შემხვდა, რომელიც გაეცნო წერილს და მითხრა, რომ გასაჩივრების დრო გასული იყო, რაზეც მე ვუპასუხე, რომ რადგან უარს ამბობთ დახმარებაზე, საჩივარს საია-ს წინააღმდეგ შევიტან _ თუ ვადები დარღვეულია, ისევ თქვენი წარმომადგენლის გამო, რადგან ტრაპაიძემ დრო ფუჭად დამაკარგვინა-მეთქი. სიტყვის თქმაც არ დამამთავრებინეს, 15 წუთში ახალი საჩივარი მზად იყო. წავედი ისევ სოციალურ სამსახურში, რომელმაც განიხილა საქმე და ნაწილობრივ დამაკმაყოფილა _ თანხის ანაზღაურებაზე უარი თქვეს და დაავალეს სოციალური მომსახურების ჩოხატაურის განყოფილების უფროს სპეციალისტს ოჯახის გადამოწმება. მოვიდა უფროსი სპეციალისტი, მაგრამ რად გინდა _ ოთახების რაოდენობაში იწერება მხოლოდ საცხოვრებელი ოთახები, რაც ორია ამ სახლში, მან კი სამზარეულოც მიათვალა. საერთოდ თუ გავს რომელიმე ოთახი ოთახს?! თქვენც ხომ ხედავთ, არაფერ გვაბადია _ არც ტელევიზორია, არც მაცივარი. მეუღლე მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, პენსიონერი და მისი პენსიის იმედად ვართ. ადრე ვმუშაობდი, ქირაზეც დავდიოდი, ახლა აღარ შემიძლია. ცალ თვალში მხედველობა საერთოდ გამიქრა, ჩემს მეუღლეს მთელ სხეულზე სოკოვანი დაავადება აქვს. პენსიის თანხა მის წამლებსაც არ ყოფნის. ადამიანმა რომ იცხოვროს, რაღაც ცოტა მაინც ხომ უნდა ჭამოს?!”

როგორც შოთა ბოლქვაძემ გვითხრა, სოციალურ დახმარებაზე უარის თქმის ერთ-ერთი საფუძველი ოჯახს გარეთ მცხოვრები შვილები არიან:

“ორი ბიჭი გარდამეცვალა, გოგოები გათხოვდნენ. ახლა მეუბნებიან, რომ თქვენს ფაქტობრივ დამხმარეებად ითვლებიან შვილებიო. ამას რომ ამბობ, ჯერ გაიგე, თუ შეუძლია დახმარება, როგორ ცხოვრობენ და სად _ ორივე უმწეობის დახმარებას იღებს და მე როგორ დამეხმარებიან?! თუმცა, როცა გათხოვდნენ, მე თითონ შევიტანე განცხადება ოჯახის წევრის ცვლილების შესახებ სააგენტოში და მოვითხოვე გადამოწმება. გადამოწმების შემდეგაც ვიღებდი დახმარებას”.

ბოლქვაძე განმარტებას ითხოვს, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა აგენტის მიერ შევსებულ, მისივე თქმით, იდენტურ დეკლარაციებში რატომ მიენიჭა მის ოჯახს სხვადასხვა სარეიტინგო ქულა:

“სამმა აგენტმა გადაამოწმა ოჯახის მდგომარეობა სხვადასხვა დროს, დეკლარაციაც ასლებივით ჰგავს ერთმანეთს, თუმცა, სარეიტინგო ქულა, რომლითაც სოციალური დახმარება უნდა მივიღოთ, ყოველთვის ზღვარს ზემოთაა, თან სამივე განსხვავებულია. მაინტერესებს, აბსოლუტურად ერთნაირი დეკლარაციები რატომაა შეფასებული სხვადასხვა ქულით?! _ ამ კითხვით ჯანმრთელობის სამინისტროსაც კი მივმართე. თუმცა, რეაგირება არც ამჯერად ყოფილა. ახლა თქვენ მოგმართეთ, იქნებ, მედიაში გასული ამ კითხვის შემდეგ მაინც მივიღო პასუხი და ვინმემ ყურადღება მომაქციოს. მოვითხოვ სოციალური დახმარების იმ თანხის ანაზღაურებას, რაც ამ წლებში უნდა მიმეღო და სოციალურად დაუცველის სტატუსის მონიჭებას”, _ გვითხრა ბოლქვაძემ.

შოთა ბოლქვაძის ოჯახის საკითხთან დაკავშირებით “გურია ნიუსმა” კომენტარი ითხოვა სოციალური მომსახურების სააგენტოსგან. წერილში, რომელიც ჩვენი შეკითხვის პასუხად მივიღეთ, ნათქვამია, რომ ოჯახის გადამოწმებისას დეკლარაცია გაცნობილ იქნა უფლებამოსილი პირისთვის, კერძოდ, შოთა ბოლქვაძისთვის და დეკლარაციაში შეტანილი მონაცემები დადასტურებულია მისივე ხელმოწერით:

“ოჯახი სოციალური დახმარების მიმღები იყო 2008 წლის ივნისიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით.

2017 წლის აპრილში, გრაფიკის მიხედვით მოხდა გადამოწმება. ოჯახს მიენიჭა ქულა 65 230. შესაბამისად, ქულის ოდენობიდან გამომდინარე, შეუწყდა სოცდახმარება. 2018 წლის აპრილში ოჯახის განმეორებითი განცხადების საფუძველზე ოჯახი კვლავ გადამოწმდა და მიენიჭა 85 220 ქულა, რომელიც არ იძლევა სოციალური დახმარების დანიშვნის საფუძველს. ოჯახის გადამოწმების დროს ოჯახის დეკლარაცია გაცნობილ იქნა უფლებამოსილ პირისთვის, კერძოდ, შოთა ბოლქვაძისთვის და დეკლარაციაში შეტანილი მონაცემი დადასტურებულია მისივე ხელმოწერით. დეკლარაციები მუშავდება დადგენილი მეთოდოლოგიით, გამოითვლება სარეიტინგო ქულა და ქულის ოდენობა არ განისაზღვრება რაიონული განყოფილების მიერ. ბენეფიციარს წერილობით აღნიშნულთან დაკავშირებით ეცნობა რაიონული განყოფილების მიერ მ/წ 21 ივნისს.

რაც შეეხება დეკლარაციების იდენტურობას, იდენტური ვერ იქნებოდა, რადგანაც შემოწმებულია სხვადასხვა დროს და სხვადასხვა აგენტის მიერ”, _ წერია სააგენტოს პრესსამსახურიდან მოწოდებულ ინფორმაციაში.

მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ ბოლქვაძეს მუნიციპალიტეტმა რამდენჯერმე გაუწია დახმარება. იმავეს ამბობს მერის წარმომადგენელი სოფელ ჯვარცხმაში ავთანდილ შარაშენიძე:

“შოთა ბოლქვაძეს მუნიციპალიტეტი რამდენჯერმე დაეხმარა. სახურავიც გამოუყო, მე თავად მივუტანე, მაგრამ ჯერაც არ გამოუყენებია. არანაირ დახმარებაზე ბოლქვაძისთვის უარი არ გვითქვამს”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას ავთანდილ შარაშენიძე.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

13:57; 1 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რას ამბობს იურისტი დაგროვებითი პენსიის შესახებ

11:56; 1 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა თოვის გამო

10:32; 1 თებერვალი, 2026
საზოგადოება

დავით გურგენიძე – გადადგომას არ ვაპირებ

17:51; 31 იანვარი, 2026
საზოგადოება

განათლების სამინისტრო მოსწავლეების სასკოლო ფორმებს თავისი გემოვნებით შეარჩევს

11:36; 31 იანვარი, 2026

ოზურგეთის მერმა ბიძაშვილს 73 849-ლარიანი ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკების წესით გაუფორმა

რუსეთიდან ფრენების შეზღუდვის მიუხედავად, ტურიზმის სექტორი ზრდის პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს (R)

ყველა სიახლე

საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

13:57; 1.02.2026
მსოფლიო

ღაზაში აფეთქებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა

13:22; 1.02.2026
სამართალი

განზრახ მკვლელობის ფაქტი – დაკავებულია 1 პირი

12:38; 1.02.2026
მსოფლიო

ტემპერატურა -30 გრადუსამდე დაეცემა – ძლიერი ყინვა პოლონეთსა და ცენტრალურ ევროპაში

12:19; 1.02.2026
საზოგადოება

რას ამბობს იურისტი დაგროვებითი პენსიის შესახებ

11:56; 1.02.2026
საზოგადოება

სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა თოვის გამო

10:32; 1.02.2026
სამართალი

უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 3 პირი

10:28; 1.02.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

10:25; 1.02.2026
ზაფრანი

„ოხუნჯობა“

10:05; 1.02.2026
სამართალი

ავარიის დროს დაშავებული ახალგაზრდა გარდაიცვალა

9:54; 1.02.2026
ზაფრანი

„ამხანაგი კოტე იმ პავლე მახარაძის ძმისშვილია და შენებურად ნუ შერისხავო“

9:44; 1.02.2026
სპორტი

შემთხვევა იაპონიაში

9:38; 1.02.2026
სპორტი

„სადაურია ეს ფეხბურთელი, რუსს არ ჰგავსო“

9:33; 1.02.2026
პოლიტიკა

“ვნახეთ სააკაშვილის განცხადება, რომელიც დარდობს განათლების სისტემაზე, ამაზე მეტი უტიფრობა და ცინიზმი რა შეიძლება იყოს”

18:29; 31.01.2026
მსოფლიო

ვიქტორ ორბანი – ევროპელებს არ სურთ, უკრაინა ევროკავშირში იყოს

17:57; 31.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო