ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ წილოსანი სოციალურ ქსელში თავისი სკოლის კურსდამთავრებულთა მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში მიღებულ შედეგებს აქვეყნებს.
როგორც პოსტიდან ირკვევა, სკოლის კურსდამთავრებულმა ნინო გოგიამ ინგლისური ენის გამოცდაში 80-დან 77 ქულა მიიღო.
ნინო, იმ მონაცემების მიხედვით, რომელსაც ამჟამად ფლობს “გურია ნიუსი, უცხო ენაში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ლიდერის პოზიციაზეა. მას ერთი ქულით ჩამორჩება მისივე თანაკლასელი გიორგი შარაშენიძე _ გიორგიმ 76 ქულა მიიღო.
“ნინო გოგია _ 77; გიორგი შარაშენიძე _ 76; ლუკა ბარამიძე _ 75; ლიკა ჟღენტი _ 72; თორნიკე შათირიშვილი _ 61; გიორგი ლომთათიძე _ 61; დანარჩენმა _ ჩავაბარეთო.
ცნობისთვის – მეთორმეტე კლასი დაასრულა 52-მა და ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულია 46. წარმატებები ყველა აბიტურიენტს, წერს სკოლის დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ გამოქვეყნებული ინფორმაცია სრული არ არის.
თუ ვინმეს გსურთ, თქვენი სახელი და გვარი თქვენი მეგობრების გვერდით იხილოთ და გაგვიზიაროთ თქვენი სიხარული, მოგვწერეთ “გურია ნიუსის” ოფიციალურ ან ნებისმიერი თანამშრომლის ფეისბუქის პირად ჩათში.
წარმატებებს გისურვებთ!