ესპანელმა მოქანდაკემ კრიშტიანუ რონალდუს ახალი ბიუსტი შექმნა, რომელიც „რეალ მადრიდის“ ფორვარდს ძალიან ჰგავს. აღნიშნულ ინფორმაციას THE INDEPENDENT ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ახალი ძეგლის ავტორი ხოსე ანტონიო ნავარო არტაეგაა.
„სამუშაოდ რამდენიმე ფოტო გამოვიყენე. მინდოდა, რომ ამესახა რონალდუს შინაგანი ძალა, როდესაც ის ემზადებოდა ჯარიმის ან კუთხურის შესასრულებლად“,_ამბობს არტაეგა.
გავრცელებული ცნობით, ხელოვანს ქანდაკების შექმნის იდეა შვილმა მიაწოდა.
როგორც ცნობილია, მან რონალდუს ბიუსტი, რომელიც მარტში შეიქმნა აეროპორტში ნახა და მამას უთხრა, რომ გაკეთებას უკეთესად შეძლებდა.