ესპანელმა პოლიტიკოსმა ონლაინ კონფერენციისას შხაპი პირდაპირ ეთერში მიიღო.
როგორც გამოცემა The Independent იუწყება, „მუშათა სოციალისტური პარტიის“ გენერალურმა მდივანმა ბერნარდო ბუსტილიო ესწრებოდა შეხვედრას, რომელიც 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა. მას შვილი ჰყავდა სკოლაში წასაყვანი, ხოლო თვითონ მეორე სამსახურში უნდა წასულიყო, სადაც ცურვის ინსტრუქტორად მუშაობს.
ამიტომ გადაწყვიტა ლეპტოპი სააბაზანო ოთახში შეეტანა და შეხვედრისთვის მოესმინა, მაგრამ ვიდეო კამერის გამორთვა დაავიწყდა.
კადრები ინტერნეტ სირცეში ვირუსულად გავრცელდა.
მომხდარის გამო პოლიტიკოსმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია,ბოდიშს იხდის თუ მისმა საქციელმა ვინმე დასტრესა, მაგრამ პირადად არ თვლის რომ ბოდიში აქვს მოსახდელი.
„არ მიმაჩნია, რომ ბოდიში უნდა მოვიხადო. ეს მოხდა იმიტომ რომ შეხვედრის ბოლო წუთების მოსმენა მსურდა, სადაც კითხვა-პასუხის რეჟიმი მიმდინარეობდა.
ვიმედოვნებ, რომ ეს არ წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას, არაეთიკურ ან არაკეთილსინდისიერ შემთხვევას. ბოლო თვეებში, ტელესივრცეში მუშაობის ზრდის გამო, ამ ტიპის ანეგდოტები ბევრ შეხვედრასა და სამუშაო ჯგუფში მოხდა.
ჩემი პროფესიის გამო, ნახევრად შიშველმა გავატარე ჩემი ცხოვრების ნახევარი და არასდროს გავუბრაზებილვარ გაშიშვლებას, უმეტესად სხვისას და ნაკლებად ჩემსას.
ჩემი პოზიცია ჩემი პარტიის განკარგულებაშია, არ შემიძლია არ გამოვხატო წულილი, რომ ჩემი პოლიტიკური ცხოვრების დასრულება, რასაც ყოველთვის ტრანზიტულად მივიჩნევდი, ჩემს სიშიშვლესთან არის დაკავშირებული“,_ განაცხადა ბუსტილიომ.