ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა პირობა დადო, რომ ქვეყანაში პროსტიტუცია არალეგალური გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პრემიერმა, ვალენსიაში სოციალისტური პარტიის კონგრესზე განაცხადა, რომ პროსტიტუცია ქალების “დამონებას” იწვევს.
როგორც გამოცემა წერს, არჩევნებიდან 2 წლის შემდეგ მმართველ პარტიას მსგავსი კანონპროექტი პარლამენტში არ შეუტანია.
გამოცემა აღნიშნავს, რომ 2011 წელს ჩატარებული გაეროს კვლევის თანახმად, ტაილანდის და პუერტო რიკოს შემდეგ ესპანეთის პროსტიტუციის ყველაზე პოპულარული ცენტრია.
ესპანეთში პროსტიტუცია კანონით დაურეგულირებელია. ქვეყანაში არც მომსახურების მიმღები და არც გამცემი არ ისჯება, თუმცა დასჯადია მათ შორის შუამავლობა.
როგორც BBC წერს, 2019 წელს, ესპანეთის პრემიერმა სანჩესმა პირობა დადო, რომ პროსტიტუცია არალეგალური გახდებოდა, რათა მეტი ქალი ამომრჩევლის მხარდაჭერა მიეღო. მანიფესტში ნათქვამია, რომ “პროსტიტუცია არის სიღარიბის ფემინიზაციის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ასპექტი და ქალებზე ძალადობის ყველაზე სასტიკი ფორმა.”
გეგმის შესახებ სანჩესი ჯერ კიდევ 2019 წელს, თავის საარჩევნო მანიფესტში წერდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ პროსტიტუცია „სიღარიბის ფემინიზაციის ერთ-ერთი უსასტიკესი ასპექტი და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ფორმაა“. თუმცა დღემდე ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა.
ესპანეთში პროსტიტუციის დეკრიმინალიზაცია 1995 წელს მოხდა. 2016 წელს, გაეროს კვლევის მონაცემებით, ამ ინდუსტრიის ღირებულება ქვეყანაში 3,7 მილიარდ ევროს შეადგენდა. ამ სფეროში დაახლოებით 300 ათასი ქალია დასაქმებული. არსებული სისტემის მომხრეები მიიჩნევენ, რომ პროსტიტუციის დეკრიმინალიზაციის შემდეგ ინდუსტრიაში დასაქმებული ქალების ცხოვრება უფრო უსაფრთხო გახადა. მოწინააღმდეგეები კი აღნიშნავენ, რომ დეკრიმინალიზაციამ ტრეფიკინგის პოტენციალი გაზარდა.
[sexy_author_bio]