რუმინეთისა და იტალიის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც და განაცხადა, რომ „ესპანეთმა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობასთან ერთად, მხარი დაუჭირა სანქციების მიღებას და ცალსახად დაგმო მოქალაქეთა მანიფესტაციების ძალოვანი სტრუქტურების მიერ ჩახშობა“.
„საქართველოს მთავრობის მტკიცებები, თითქოს ესპანეთმა გუშინდელ საგარეო საქმეთა საბჭოში გარკვეული პოზიცია დაიკავა, არ შეესაბამება სინამდვილეს.
მინისტრ ალბარესის განცხადებები ამ მხრივ ცალსახა იყო _ ესპანეთმა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობასთან ერთად, მხარი დაუჭირა სანქციების მიღებას და ცალსახად დაგმო მოქალაქეთა მანიფესტაციების ძალოვანი სტრუქტურების მიერ ჩახშობა.
გარდა ამისა, გამოვხატეთ სინანული, რომ საქართველო ევროპულ გზას ტოვებს, და გავიმეორეთ, რომ ევროკავშირის კარები ღია იქნება საქართველოსთვის, თუ მისი მთავრობა უკან წაიღებს ბოლო თვეების გადაწყვეტილებებს.
ასევე, ესპანეთმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ამ სამშაბათს CAG-ის მიერ მიღებულ გაფართოების შესახებ დასკვნებს და გამოხატა სერიოზული შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების ქმედებების მიმართულებით”, _ ნათქვამია ესპანეთის საგარეო უწყების განცხადებაში.