ესპანეთში, ქალებს, რომლებსაც მენსტრუაციის დროს ძლიერი ტკივილი აწუხებთ, ყოველთვიურად სამდღიანი შვებულების აღება შეეძლებათ. ინფორმაციას გამოცემა Daily Mail ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მთავრობა ახალი რეფორმის დამტკიცებას მომავალ კვირას გეგმავს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ რეფორმის დამტკიცების შემდეგ, ესპანეთი პირველი ევროპული ქვეყანა გახდება, რომელიც ქალებს მენსტრუალური შვებულების აღების უფლებას მისცემს. ამ ეტაპზე ეს უფლება უკვე აქვთ აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ინდონეზიაში.
ესპანეთის ახალი რეფორმა, გარდა შვებულებისა, მენსტრუალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად სხვა პუნქტებსაც მოიცავს. მაგალითად, სკოლის მოსწავლე გოგოებს საჭიროების შემთხვევაში ჰიგიენური საფენები და ტამპონები გადაეცემათ.
ასევე, 16 და 17 წლის გოგოებს აბორტისთვის მშობლების ნებართვა აღარ დასჭირდებათ და საჯარო საავადმყოფოებიც უფრო ხელმისაწვდომი გახდება.
ავტორი