„საოცარი ამბავი გვაქვს! ესპანეთში კოვიდვირუსით გარდაცვლილი ქალის მესამე შვილიც – მარიამ ნაჭყებია, მეშვიდე კლასელი სამტრედიიდან – გურული დღიურების ფონდის სტიპენდიატია!
ანანო, გიორგი, მარიამი – ყოველთვიური სტიპენდიით სასწავლო პროცესისთვის აუცილებელ საჭიროებებს გაიიოლებენ.
მადლობა ყველა შემომწირველს!”,_ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა და პოეტმა, გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.