ესპანეთში ოზურგეთელი ახალგაზრდა დაჭრეს _ საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ბოშებსა და ორ ქართველს შორის დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა.
როგორც ცნობილია, დაპირისპირების დროს დაჭრილი ერთი ქართველი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო მეორე ახალგაზრდა დაჭრილია და სტაციონარში გადის მკურნალობას. ასევე ცნობილი ხდება, რომ დაჭრილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ერთ-ერთი სოფლის მკვიდრია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში “გურია ნიუსს“ შემდეგი სახის ინფორმაცია მიაწოდეს.
“ბარსელონაში საქართველოს კონსულმა საავადმყოფოში მოინახულა საქართველოს დაჭრილი მოქალაქე. კონსული კონტაქტზეა როგორც დაჭრილ ჯ.ჭ-ძის ოჯახის წევრებთან, ასევე მის მკურნალ ექიმთან. დაჭრილი საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. პაციენტს უტარდებაშესაბამისი მკურნალობის კურსიმომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება”, _ გვითხრეს სამინისტროში.