ესპანეთში, არმიის ჯარისკაცებმა, რომლებიც ხელისუფლებას კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში ეხმარებიან, მოხუცებულთა თავშესაფარში გარდაცვლილი მოხუცები იპოვეს. ამის შესახებ BBჩ წერს.
გამოცემის ცნობით, მოხუცები სავარაუდოდ თავშესაფრის მომსახურე პერსონალმა მიატოვა. ესპანეთის პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მარგარიტა რობლესის განცხადებით, ხელისუფლება იქნება სასტიკი მათ მიმართ, ვინც მოხუცებს შეუბრალებლად და ცუდად მოექცევა.
ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, მადრიდში დროებით პროზექტურას ყინულის მოედანზე მოაწყობენ. 23 მარტს ესპანეთში კორონავირუსით 462 ადამიანი დაიღუპა. სულ კორონავირუსით 2182 პაციენტია გარდაცვლილი.
წყარო: იმედინიუსი