ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი “ტერორიზმის სპონსორად” აღიარა. ამის შესახებ BBC წერს.
როგორც ტელეკომპანია წერს, რეზოლუციას მხარი დაუჭირა პარლამენტის 88-მა დეპუტატმა.
რეზოლუცია შეიცავს უპირობო დაგმობას როგორც უკრაინაზე თავდასხმის ფაქტის, ასევე მისი ძირითადი დეტალების – სამოქალაქო შენობებზე დარტყმებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვას, ტერიტორიების ანექსიის და ფსევდორეფერენდუმების უპირობო დაგმობას.
ასევე დოკუმენტის მიხედვით, ესტონეთი მოითხოვს, რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოდან გარიცხვას.
რეზოლუციაში, ასევე არის რამდენიმე ყველაზე რადიკალური მოთხოვნა. ეს არის, მაგალითად, მოწოდება ევროკავშირისადმი, გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, არ მისცეს პოლიტიკური თავშესაფარი და არ განდევნოს მობილიზაციისგან გაქცეულები.
ცნობისთვის, მსგავსი რეზოლუცია ცოტა ხნის წინ ლატვიის პარლამენტმაც მიიღო.
ავტორი