ესტონეთი აუქმებს უვიზო რეჟიმს საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი მოქალაქეებისთვის.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ესტონეთის ეს ნაბიჯი მიმართულია საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლისკენ
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი პასუხია „ქართული ოცნების“ რეპრესიებზე სამოქალაქო საზოგადოების, პროევროპული აქციების მონაწილეებისა და მედიის მიმართ.
წყარო: რადიო თავისუფლება































































