ესტონეთს ელჩი საქართველოდან სომხეთში გადაჰყავს. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს.
როგორც ესტონური მედია წერს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა ელჩი სომხეთის დედაქალაქ ერევანში გადაიყვანოს და შეწყვიტოს მისი მუშაობა საქართველოში ელჩის სტატუსით.
მათი ცნობით, ცვლილება განპირობებულია ესტონეთის ურთიერთობების გაციებით საქართველოს მთავრობასთან და სომხეთთან პირიქით, კონტაქტების გააქტიურებით.




































































