ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას twitter-ზე გამოეხმაურა.
“განსაკუთრებით კანონის უზენაესობის გროტესკულად დარღვევის შემდეგ, რომელიც აქ არის აღწერილი, ჩემი კითხვაა, რა ჯანდაბას აკეთებს ევროკავშირის დროშა ამ ინტერვიუს გადაღების დროს?” _ წერს ილვესი twitter-ზე.
ცნობისთვის, 12 მარტს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე განაცხადა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და გუნდს შორის პოზიციები 17 თებერვლის 5 საათამდე იდენტური იყო, თუმცა, 5 საათის შემდეგ გახარიამ პოზიცია უცბად შეიცვალა.
14 მარტს კი, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება-არ დაპატიმრებასთან დაკავშირებით პოლიტიკური პოზიციის ჩამოყალიბება და მსჯელობა სჭირდებოდათ.